weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ინფიცირების მაჩვენებელი 2-ჯერ აცრილებში დაახლოებით 9-ჯერ ნაკლები გვაქვს – გამყრელიძე

18:16 სამშაბათი, 12 ოქტომბერი 2021

„18 სექტემბრიდან თანდათანობით და განსაკუთრებით ოქტომბერში მცირდება ყოველდღიური აცრების მაჩვენებელი – ოქტომბერში საშუალოდ გვაქვს 7000-ის ფარგლებში. თუ ვერ მოვახერხეთ და ვერ ავწიეთ აცრის მაჩვენებელი, მაშინ, რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის უფრო რთული იქნება მეხუთე ტალღა“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი 60 წელს ზემოთ მოსახლეობის აცრაა.

„ჩვენი მასალის საფუძველზე გაანალიზებულია, რომ ინფიცირების მაჩვენებელი ორჯერ აცრილებში გვაქვს დაახლოებით 9-ჯერ ნაკლები, ვიდრე არავაქცინირებულებში. ასევე, ჰოსპიტალიზაციას ორჯერადად აცრილებში 95%-იანი დაცვა აქვს და სიკვდილიანობაში დაახლოებით – 27-ჯერადი“, – განაცხადა გამყრელიძემ და აღნიშნა, რომ დღეისთვის სამიზნე მოსახლეობის 50%-ია სრულად ვაქცინირებული და თუ ეს ტემპი შენარჩუნდა, მიზნის მიღწევა, ანუ წლის ბოლოსთვის მოსახლეობის 60%-ის ვაქცინირება, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

დღეს, 12 ოქტომბერს, გასულ სამშაბათთან შედარებით, კორონავირუსით ინფიცირების დაახლოებით 2000-ით მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამყრელიძის შეფასებით, ეს საკმაოდ სერიოზული ნახტომია.

„გაუარესებულია ყველა ინდიკატორი, როგორიც გახლავთ ინციდენტობა 2000 მოსახლეზე, ისე დადებითობის მაჩვენებელი – დღეს 10%-ს ასცდა, თუმცა ბოლო ერთი კვირის და ბოლო ორი კვირის ისევ დაახლოებით 6-7%-ის ფარგლებშია, მაგრამ საყურადღებოა, რომ მოიმატა – 1.43%-მდეა ასული რეპროდუქციის ინდექსი. სიკვდილიანობა მოდის ქვემოთ – დღეს 37-ია, მაგრამ ბოლო კვირის საშუალო მაჩვენებელი ჩამოსცილდა უკვე ჩვენთვის დაწესებულ შიდა ზღურბლს, რომელიც 9 დაახლოებით მილიონ მოსახლეზე, ანუ სადაც 29-დღის განმავლობაში, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს დამშვიდების საუძვლეს არ იძლევა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]