weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

კობახიძე სერიოზულ პოლიტიკურ ფიგურად არ მიმაჩნია, დასავლეთში აღიარება არ აქვს – ლომჯარია

10:35 ოთხშაბათი, 24 ნოემბერი 2021

საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს სერიოზულ პოლიტიკურ ფიგურად არ მიიჩნევს. ლომჯარიას თქმით, დასავლეთში კობახიძეს არანაირი ლეგიტიმაცია და აღიარება არ აქვს.

როგორც სახალხო დამცვცელმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში თქვა, თავიდან სერიოზულად არ შეხედა მმართველი პარტიის ლიდერის განცხადებას იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხზე შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის გამო შესაძლოა მისი და მის მიერ მოწვეული ექსპერტების პასუხისმგებლობა დადგეს.

„ოთხი წლის განმავლობაში არაერთგზის გავმხდარვარ თავდასხმის ობიექტი. უპრეცედენტო თავდასხმებიც მახსოვს, მათ შორის, იუსტიციის ყოფილი მინისტრის მხრიდან, მაგრამ ეს თავდასხმა იყო კიდევ უფრო მეტად საშიში, რადგან აქ უკვე კრიტიკა ან საქმიანობის ხელშეშლა კი არ იყო, იყო უშუალოდ მუქარა. მმართველი პოლიტიკური ძალის ლიდერები პირდაპირ დაემუქრნენ სახალხო დამცველს და სახალხო დამცველის ექსპერტებს, ექიმებს, მათი პროფესიული საქმიანობის პირნათლად შესრულების გამო, რომ დადგებოდა მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ეს უკვე ნამდვილად სხვა რეალობა იყო.

ამ ყველაფერს თავიდან არ შევხედე სერიოზულად, იმიტომ, რომ ამ ადამიანებს სერიოზულ პოლიტიკურ ფიგურებად არ აღვიქვამ. 

პირველ რიგში, მმართველი პარტიის თავმჯდომარე არ მიმაჩნია საერთოდ სერიოზულ ფიგურად, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია თუ აღიარება არ აქვს არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან და არცერთ ქვეყანასთან, დასავლეთს ვგულისხმობ. მე ეს დანამდვილებით ვიცი.

თუმცა ამას ჰქონდა დამაშინებელი ეფექტი ჩემი ჯგუფის წევრების, ექსპერტების, ექიმების მიმართ, იმიტომ, რომ მათთვის ეს იყო სრულიად ახალი რეალობა, ამას არ არიან შეჩვეულები“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

18 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის 17 ნოემბრის დასკვნას „ფეიკი“ უწოდა და განაცხადა, რომ თუ დასკვნას მოჰყვება სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და ის სცენარი, რისიც მმართველ პარტიას ეშინია, შესაძლოა ნინო ლომჯარიას და კონკრეტული ექიმების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.

სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას აფასებდა როგორც კრიტიკულს და გასცემდა რეკომენდაციას, რომ მისი მკურნალობა დაუყოვნებლივ გაგრძელებულიყო პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ექიმების შეფასებით, გლდანის მე-18 მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ასეთი მკურნალობა ვერ ჩატარდებოდა.

18 ნოემბერს, საღამოს მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა, მომდევნო დღეს კი იუსტიციის მინისტრმა მას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა, რასაც ყოფილი პრეზიდენტი დათანხმდა.

 

ამ თემაზე:

სავარაუდოდ მთავრობამ იცოდა, რომ სტრასბურგი ჩვენს დასკვნას დაეყრდნობოდა – ლომჯარია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]