weather cur horoscope tv
მაისი 24, 2022
×

შეტყობინება

Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

გორში სავარაუდოდ 2004 წელს მოკლული 11 წლის ბავშვის ნეშტი იპოვეს

14:46 კვირა, 10 აპრილი 2022
მთავარი არხის ფოტო მთავარი არხის ფოტო

გორში, კომბინატის დასახლებაში, მდინარე ლიახვის პირას, სავარაუდოდ, 2004 წელს გატაცებული და მოკლული 11 წლის ზაქრო ბერძნიშვილის ნეშტი იპოვეს. ამ დროისთვის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, ნეშტი კი თბილისში, ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

ზაქრო ბერძნიშვილის საქმეში იაგო ნებიერიძე ფიგურირებს, რომელსაც 2018 წლის ოქტომბერში გორში, 8 წლის ნანიკო ბერიაშვილის განზრახ მკვლელობისა და არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით დააკავეს. ნინიკო ბერიაშვილიც გაიტაცეს. მისი ცხედარი რამდენიმე საათში წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე, მდინარე ლიახვის პირას იპოვეს. ბავშვს ფეხები რკინის მავთულით ჰქონდა შეკრული, თავზე კი ცელოფნის ტომარა ჰქონდა ჩამოცმული. 2019 წლის მასში, სასამართლომ ნებიერიძე დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

იაგო ნებიერიძის დაკავების შემდეგ გორში მცხოვრებმა ხათუნა ბერძნიშვილმა განაცხადა, რომ ნებიერიძე მისი შვილის გატაცების საქმეშიც ფიგურირებდა.

„ჩემი შვილი 11 წლის იყო. ეზოდან გაიყვანეს და ახალბაღისკენ წაიყვანეს. ეს პიროვნება, სწორედ, ჩემი შვილის გატაცების საქმეში ფიგურირებდა. მაშინ წერილი შემოგვიგდეს სახლში: თქვენი შვილის გათავისუფლების სანაცვლოდ, 20 ათასი ლარი გადაიხადეთო. ჩვენ ეჭვი მასზე მივიტანეთ. ჩემ შვილთან ძალიან დაახლოებული იყო. მას გატაცება ვერ დაუმტკიცდა, თუმცა, სასჯელი გამოძალვაზე მოიხადა“, – ამბობდა ხათუნა ბერძნიშვილი.

2018 წლის დეკემბერში 11 წლის ზაქრო ბერძნიშვილის საფლავის სამძებრო სამუშაოები განახლდა, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, იაგო ნებიერიძის მიერ სამართალდამცველებისთვის მიცემული დამატებითი ჩვენების საფუძველზე. 2019 წელს სამუშაოები კულტურისა და დასვენების პარკში მიმდინარეობდა, თუმცა მაშინ ეს პროცესი უშედეგოდ დასრულდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]