weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

სპეცოპერაციის დროს დაჭრილი სპეცრაზმელის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია

16:50 ოთხშაბათი, 22 ნოემბერი 2017

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სპეცოპერაციის დროს დაჭრილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

ინგოროყვას კლინიკის ექიმების ინფორმაციით, პაციენტს თავის ტრავმა აქვს და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. „ოპერაცია ჩაუტარდა და ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ჯერ კიდევ არ ვიცით, რა იქნება“, - განაცხადა დაჭირლის სპეცრაზმელის ახლობელმა ნათია ყურაშვილმა.

ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დაახლოებით 20 საათია სპეცოპერაცია მიმდინარეობს. სპეცრაზმმა შტურმი მიიტანა საცხოვრებელ ბინაზე, სადაც ტერორიზმში ბრალდებული პირები იმყოფებიან.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ერთი პირი, ხოლო დანარჩენი პირების დასაკავებლად სპეცოპერაცია გრძელდება. წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული პირები არ არიან საქართველოს მოქალაქეები და არიან ტერორისტული დაჯგუფების წევრები.

სუს-ში განაცხადეს, რომ სპეცოპერაციის საწყის ეტაპზე დანაშაულებრივ ჯგუფთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, თუმცა მათ სამართალდამცავებისთვის ჩაბარებაზე უარი თქვეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა გახსნეს ცეცხლი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან და ხელყუმბარები ისროლეს.

 

ამ თემაზე:

სპეცოპერაციის სამიზნე ბინა მერი ხანგოშვილის სახელზეა რეგისტრირებული

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]