weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

აჭარის პოლიციის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

17:35 ორშაბათი, 11 ივნისი 2018
ფოტოზე თეიმურაზ კუპატაძე ფოტოზე თეიმურაზ კუპატაძე

აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი მანუჩარ კაციტაძე, რომელიც თანამდებობაზე ოთხი თვის წინ დაინიშნა, გაათავისუფლეს. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა, რომ კაციტაძე მუშაობას თბილისში გააგრძელებს, მისი შემცვლელის ვინაობას კი შინაგან საქმეთა სამინისტრო უახლოეს მომავალში დაასახელებს.

აჭარის ტელევიზიის ცნობით, ბოლო ექვს წელში ბათუმის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი მეექვსედ იცვლება. 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ამ თანამდებობაზე თეიმურაზ კუპატაძე მუშაობდა, რომელიც დავით მამულაშვილმა შეცვალა. 2017 წლის იანვარში აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსად კახაბერ ბუხრაძე დაინიშნა, რომელიც ექვს თვეში თანამდებობიდან გაათავისუფლეს და მის ნაცვლად ლევან მაისურაძე დანიშნეს. 2018 წლის იანვარში ლევან მაისურაძე თანამდებობიდან გადადგა. როგორც მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მან თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა და შსს-ში საქმიანობას აღარ გააგრძელებდა. ლევან მაისურაძის გათავისუფლების შემდეგ ხელმძღვანელობდა მანუჩარ კაციტაძე აჭარის საპატრულო პოლიციას.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]