weather cur horoscope tv
დეკემბერი 09, 2019

დაკავებული რეპერების მხარდასაჭერად თბილისში აქცია გაიმართება

23:00 პარასკევი, 09 ივნისი 2017 hits 1243

ჰიპ-ჰოპ პროექტის „ბირჟა მაფიის“ წევრი რეპერების მიშკა მგალობლიშვილის (Young MIC) და გიორგი ქებურიას (Kay G) მხარდასაჭერად, თბილისში, 10 ივნისს აქცია გაიმართება. 19:00 საათზე, აქციის მონაწილეები რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბებიან და პარლამენტის ძველი შენობისკენ მოაწყობენ მსვლელობას, სადაც 20:00 საათზე აქციაა დაგეგმილი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიშკა მგალობლიშვილსა და გიორგი ქებურიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათ ბრალი დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ. რეპერები ბრალს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ მათი დაკავება იმ მუსიკალური ვიდეოს გამო მოხდა, რომლითაც პოლიცია გააშარჟეს.

„ვიდეო-რგოლის შინაარსით უკმაყოფილო შსს-მ მუნდირის ღირსება, მათთვის ნარკოტიკების ჩადებით დაიცვა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე დაკავებულმა უარყო ბრალდება, მოსართლემ არ გაითვალისწინა და წინასწარ პატიმრობაში დატოვა დაკავებულები. ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა უნდა დასრულდეს,“ - ნათქვამია აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ განცხადებაში.

რეპერები პოლიციამ ორი დღის წინ დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა მიშკა მგალობლიშვილის პირადი ჩხრეკისას 1,4965 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“, ხოლო გიორგი ქებურიას ჩხრეკისას 2,3342 გრამი „მდმა“ ამოიღეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

 

 

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]