weather cur horoscope tv
ივნისი 13, 2024

საზოგადოება

საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას არაკვალიფიციურს უწოდებს და აცხადებს, რომ მისი განათლება და დიპლომი სრულად აკმაყოფილებს მაუწყებლობის შესახებ კანონის მოთხოვნებს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო გიორგი გაჩეჩილაძის (უცნობი) მიერ მედიით გავრცელებულ განცხადებებს ეხმაურება.

23-24 დეკემბერს, თბილისში, ღვინის N1 ქარხნის ძველ სარდაფებში ორ სართულზე ღვინის საახალწლო ბაზრობა გაიმართება (შესასვლელები: პეტრიაშვილის და მელიქიშვილის ქუჩების მხრიდან). ბაზრობა ორივე დღეს დილის 10:00 საათიდან 20:00 საათამდე იმუშავებს.

თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოსთან 38 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს. თვითმხილველების ინფორმაციით, გასროლამდე რამდენიმე პირს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

საყდრისის კომიტეტმა 2017 წლის „ოქროს ურო“ ვარძიის მამათა მონასტერს და ოქროს მომპოვებელ კომპანია RMG Gold-ს გადასცა. როგორც კომიტეტის წევრმა ნინო ბურჭულაძემ განმარტა, ვარძიის მამათა მონასტერმა ე.წ. ჯილდო მიიღო ვარძიის ღვთისმშობლის…

მესტიის მუნიციპალიტეტში, მესტია-ხაიშის დამაკავშირებელ გზაზე დიდი მოცულობის მიწა-კლდის მასა ჩამოვიდა, რის გამოც ავტომანქანების მოძრაობა რამდენიმე საათი აკრძალული იყო. 

ებრაელები ისრაელსა და მსოფლიოს ყველა კუთხეში ხანუქას დღესასწაულს აღნიშნავენ. მათი რწმენით, ხანუქა განახლების, სინათლის სიბნელეზე, სიკეთის ბოროტებაზე და სამართლიანობის უსამართლობაზე გამარჯვების დღესასწაულია.

თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მდებარე საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალი დააყაჩაღეს. 12 დეკემბერს, გვიან ღამით, 29 წლის შეიარაღებული მამაკაცი ბანკში შეიჭრა და მოლარე-ოპერატორს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 5415 ევრო, 8353 ამერიკული დოლარი…

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში მდებარე მოხუცთა თავშესაფარმა 2018 წლის იანვრიდან შესაძლოა ფუნქციონირება შეწყვიტოს. ხანდაზმულთა სახლი, სადაც 8 მიუსაფარი მოხუცი ცხოვრობს, სექტემბრიდან დაფინანსების გარეშეა დარჩენილი. დახმარების გარეშე დარჩა კონფლიქტისპირა სოფლებში მცხოვრები…

გორის მუნიციპალიტეტში, კარალეთის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ ლიახვის ხეობიდან დევნილებს საახალწლო საჩუქრად ბულგარული წიწაკა დაურიგეს. თითო ოჯახს დაახლოებით 3-4 კილოგრამი წიწაკა შეხვდა. წიწაკა დევნილთა დასახლებაში სოფელში გამგებლის წარმომადგენელმა კახა მაისურაძემ დაარიგა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]