weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი „მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით ორშაბათს მედიისა და არასამთავრობო სექტორის, ასევე საკითხით დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებს შეხვდება.

მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსმა თეიმურაზ ნაჭყებიამ 2016 წელს სარგოს და დანამატის სახით 111 680 ლარი მიიღო. აქედან, 35 160 ლარი თანამდებობრივი სარგოა, ხოლო სარგოს სრული ოდენობით 26-ჯერ მიღებული დანამატები - 76 520…

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ყვარლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 59 წლის, ამავე დანაშაულის ჩადენისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მამაკაცი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ქალაქის პირობებში ჩატარდება. როგორც სააგენტოში აცხადებენ, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ახალ წესზე გადასვლა 2018 წლის პირველი ნახევრიდან იგეგმება.

ახალციხე–ახალქალაქის გზაზე სატვირთო ავტომანქანა, რომელსაც თხევადი გაზი გადაჰქონდა, გადაბრუნდა და აფეთქდა. შემთხვევის შედეგად მძღოლი მსუბუქად დაშავდა. მან სატვირთოდან გადმოსვლა აფეთქებამდე მოასწრო.

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მომსახურების სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე მარიანა მორგოშია დანიშნა. მარიანა მორგოშია აპრილიდან დღემდე სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი იყო, ხოლო 2014-2017 წლებში სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელობდა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის ბრალდებით ხონის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის დირექტორი დააკავა.

ქართული თევზის მწარმოებელი კომპანიები შავი ზღვის ქაფშიას ევროკავშირში გატანაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. შპს „პალიასტომი 2004“-ი გაყინული ქაფშიას გერმანიაში ექსპორტირებას 2018 წელს გეგმავს. ამ ინფორმაციას eugeorgia.info ავრცელებს.

სამცხე-ჯავახეთში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ სრულად რეაბილიტირებული ახალციხის N1 და ვალეს N1 საჯარო სკოლები გაიხსნა. ახალციხის სკოლა უკვე ოცდამეათეა, რომელიც ამერიკის მთავრობის დაფინანსებით სრულად განახლდა და თანამედროვე ლაბორატორიით აღიჭურვა. პროექტის…

აფხაზეთში, ქალაქ გუდაუთისკენ მიმავალ გზაზე უცნობმა პირებმა ცეცხლსსროლი იარაღით დაცხრილეს ავტომობილი, რომელშიც პაველ არძინბა და დიმიტრი ხაგბა ისხდნენ. პაველ არძინბა ეჭვმიტანილი იყო აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილ პრეზიდენტზე, ალექსანდრე ანქვაბზე…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]