weather cur horoscope tv
ოქტომბერი 25, 2024

საზოგადოება

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და „ტაბულა მედიას“ თანამშრომლების მიმართ მუქარაში ბრალდებულ გოჩა მაისურაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ქუთაისში, სულხან-საბას დასახლებაში სუპერმარკეტი დააყაჩაღეს. ადგილობრივი საინფორმაციო პორტალის „ქუთაისი პოსტის“ ინფორმაციით, შემთხვევა გამთენიისას მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ბესიკ ამირანაშვილი დაინიშნა.

წალენჯიხა-ზუგდიდის ცენტრალურ მაგისტრალზე, სათევზაოდ მიმავალ 24 წლის მამაკაცს ავტომობილში კუსტარულად დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობა აუფეთქდა, რის შედეგადაც მარცხენა ხელის მტევნის ამპუტაცია ჩაუტარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა 19 წლის გ.ა. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ახალგაზრდამ სენაკის რაიონის სოფელ ქვალონში მოქალაქეს დანის მუქარით „მერსედესის“ მარკის ავტომობილი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილის წინააღმდეგ ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. იან კელის თქმით, სახალხო დამცველის ინსტიტუტი დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და იმედს გამოთქვამს, რომ ამ…

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიამ მხარი დაუჭირა განკარგულების პროექტს, რომელიც ბათუმში საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის ქუჩის დაარსებას ითვალისწინებს.

ქარელის რაიონში, სოფლების კოდასა და ჭვრინისის მონაკვეთზე, საოკუპაციო ზოლის გასწვრივ რუსი სამხედროები რკინის ღობეს აკეთებენ. კოდაში გამგებლის წარმომადგენლის მარიამ გულისაშვილის ინფორმაციით, სოფელ ჭვრინისიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში ღობის ასაგებად ტყის ნაწილი…

მარნეულის მუნიციპალიტეტის ახქერფის თემის სოფელ ჩანახჩში არასრული საჯარო სკოლა 13 წელია ვაგონებშია განთავსებული. სკოლაში ამჟამად 17 მოსწავლეა და 9 კლასი ფუნქციონირებს. ვაგონები შიგნიდან დაზიანებულია, ხის იატაკზე ღარების დასაფარად თუნუქია დაკრული.

„მე ნამდვილად ვხედავ პანკისის ხეობის განვითარებისთვის უდიდეს პოტენციალს. ეს იქნება სოფლის მეურნეობის, ენერგიის წარმოების და ასევე ტურიზმის განვითარების კუთხით. ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა მხარი დაუჭიროს ამ რეგიონის განვითარებას ექსპერტული, საკონსულტაციო…

კვირის პოპულარული

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]