საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
საქართველოსა და ევროკავშირის მიერ შიდა პროცედურების დასრულების შედეგად, ოფიციალურად ამოქმედდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების განახლებული დღის წესრიგი 2017-2020 წლებისთვის, რაც საქართველოს აძლევს საშუალებას, 2020 წლამდე მაქსიმალურად დაუახლოვდეს ევროკავშირის სტანდარტებს და ნორმებს.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7060 ლარი შეადგინა. დღეს არსებული კურსი 2.6890 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.017 ლარი…
პროკურატურამ პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8 დაწესებულების და რუსთავის N6 დაწესებულების ხუთი ყოფილი თანამშრომელი დააკავეს.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო მთავრობა საქართველოსთან ე.წ. საზღვარს 22 ნოემბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით ჩაკეტავს. ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტის პრესსამსახური განმარტავს, რომ ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის მიზეზი 23 ნოემბერს დაგეგმილ ღონისძიებებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩიეს. საკრებულოში „ქართული ოცნების“ 19 წევრიდან, საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილ გიორგი დავითაძეს, რომელიც ასევე „ქართული ოცნების“ წევრია, ხმა მხოლოდ 12-მა დეპუტატმა მისცა. თავმჯდომარის ასარჩევად…
ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის აზრით, რუსეთმა კეთილი ნება უნდა გამოიჩინოს და იოსებ სტალინის ნეშტი საქართველოს გადასცეს. მისი განცხადებით, რუსეთში შვებით ამოისუნთქებენ მას შემდეგ, რაც ეცოდინებათ, რომ სტალინის სულმა ქვეყანა დატოვა.
ააიპ „თუშეთის განვითარების ფონდის“ გადაწყვეტილებით, ზამთარში, ნოემბრიდან აპრილის თვის ჩათვლით თუშეთის სოფლებში დარჩენილ მოსახლეობას ინტერნეტი უფასოდ მიეწოდება. წელს ზამთარში მოსახლეობა თუშეთის სამ სოფელში დარჩა, ომალოში, შენაქოსა და ბოჭორნაში, სულ 21…
მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოების აღიარებასთან დაკავშირებით, რომ მეღვინეობის უძველესი კვალი სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი, საიდანაც ის მთელ მსოფლიოში გავრცელდა, კახეთში, სოფელ ნაფარეულში მდებარე „ტყუპების ღვინის მარანი“ 20 ნოემბრიდან 27 ნოემბრამდე…
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელმა ნინო ბერიძემ ახალარჩეული საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მარნეულის სათემო რადიოს ჟურნალისტს, საკრებულოს სხდომის პირდაპირ ეთერში ტრანსლირების შესაძლებლობა არ მისცა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11