weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

საზოგადოება

თოვის, ქარბუქის და შეზღუდული ხილვადობის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)–კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგილაშვილმა მოადგილეები დანიშნა. ვიცე-მერის თანამდებობა კახეთის გუბერნატორის ყოფილმა პრესმდივანმა მადონა ბატიაშვილმა დაიკავა, მერის მეორე მოადგილე კი თემურ ბალარჯიშვილი გახდა.

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის ფარგლებში დაკავებული პირი ტერორიზმთან კავშირს უარყოფს. უჩა ნანუაშვილის ინფორმაციით, დაკავებულმა განაცხადა, რომ ის სპეცოპერაციის სამიზნე დანაშაულებრივი ჯგუფის მხოლოდ…

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის დროს გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, 27 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. გლოვის დღესთან დაკავშირებით, დროშები დაეშვა სახელმწიფო დაწესებულებების შენობებზე, მათ შორის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე, პრეზიდენტის…

სამართალდამცავებმა კასპში ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 46 წლის მამაკაცი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლეს, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

სასტუმრო "ლეოგრანდში" დაღუპული საქართველოს მოქალაქეების დაკრძალვის ხარჯებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა გაიღებს, ხოლო თითოეული გარდაცვლილის ოჯახს 10 000 ლარი გადაეცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება აჭარის მთავრობის აპარატში გამართულ მთავრობის საგანგებო თათბირზე მიიღეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, არსებობს ეჭვი, რომ თბილისში ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის დროს ლიკვიდირებულთა შორის ახმედ ჩატაევი იყოს. გომელაურის თქმით, გარდაცვლილი პირების ვინაობა ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა 1989 წელს დაბადებული ზ.წ., ძარცვის ბრალდებით დააკავეს.  გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 21 ნოემბერს რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე მდებარე ტექნიკის ლომბარდის ოპერატორს 1500 ლარი გასტაცა და შემთხვევის…

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ორდღიანი ე.წ. ოფიციალური ვიზიტით ჩავა. ამის გამო ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმმა 26 ნოემბერს, დილით საქართვლოსთან ე.წ. საზღვარი ჩაკეტა, რომელიც 27 ნოემბერს,…

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2017 წლის 27 ნოემბერი, საქართველოს ტერიტორიაზე გლოვის დღედ გამოცხადდა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]