weather cur horoscope tv
მაისი 20, 2022
×

შეტყობინება

Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

საზოგადოება

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი 29 აგვისტოს პანკისის ხეობაში შეხვედრებს გამართავს ლაფანყურის სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული ახალგაზრდების ოჯახის წევრებთან, უხუცესებთან და სალაფიტური თემის წარმომადგენლებთან.

სირიაში კიდევ ერთი პანკისელი, სოფელ ომალოს მკვიდრი 31 წლის ლევან ტოხოსაშვილი დაიღუპა ცოლთან და ოთხ მცირეწლოვან შვილთან ერთად. მისი მეუღლეც პანკისელია - 26 წლის ლეილა გაურგაშვილი. ამ ინფორმაციას პანკისის სათემო…

წარმოშობით პანკისელი, 47 წლის მურად მარგოშვილი, იგივე აბუ-მუსლიმ ალ-შიშანი, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა იმ ფიზიკურ პირთა სიაში შეიყვანა, რომლებიც ალ-ქაიდას წევრები არიან ან დაკავშირებულნი არიან მასთან. ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება 23 აგვისტოს გამოქვეყნდა.

წმინდა ლუკას სახელობის ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს მეოთხე სართულის ფანჯრიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მას მრავლობით მოტეხილობები და თავის ქალის ტრავმა აქვს.

ლაფანყურის სპეცოპერაციიდან, რომლის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა, 5 წელი გავიდა. „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის საჯარო დაპირება, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ლოპოტას ხეობაში მომხდარ უბედურებას გამოუძიებელს არ დატოვებდნენ და დამნაშავეებს…

28 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მარიამობას ანუ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს. მარიამობა თორმეტ უდიდეს დღესასწაულთა შორისაა.

2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, უმაღლეს სასწავლებლებში 28 000-ზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა. გამოცდებში 39 000 ათასი აბიტურიენტი მონაწილებდა.

რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მიწისძვრა მოხდა. ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები ქალაქ ამბროლაურიდან 12 კილომეტრში 02:16 საათზე, 5 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.  

სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტას“ ინფორმაციით, რამდენიმე კვირიანი პაუზის შემდეგ კახეთში სეტყვასაშიში სეზონი განახლდა. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრმა 26 აგვისტოს საგარეჯოს, სიღნაღის, ახმეტის, გურჯაანის, ყვარლის, ლაგოდეხის და დედოფლისყაროს რაიონებში…

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიაზე სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. შსს–ს განმარტებით, ბორჯომის ხეობაში ნახანძრალი ტერიტორიის პრევენციული დამუშავებისას, მდინარე გუჯარულაზე მოწყობილი ხელოვნური ავზიდან…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]