weather cur horoscope tv
ივნისი 03, 2023

საზოგადოება

დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქის N14 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფელ არხილოსკალოში, ხმის მისაცემად მისულ ამომრჩევლებს მწვადით და ღვინით უმასპინძლდებიან.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, თბილისსა და რეგიონებში ამომრჩეველთა ნების კონტროლი ხდება. საია-ს დამკვირვებლების ინფორმაციით, რეგისტრატორების გვერდით, უკან ან ნაკადის მომწესრიგებელთან საარჩევნო სუბიექტის „ქართული ოცნების“, „მემარცხენე ალიანსის“…

ახალციხის მე-8 საარჩევნო უბანში ამომრჩეველმა პირადობის მოწმობა ბიულეტენთან ერთად საარჩევნო ყუთში ჩააგდო. კომისიის თავმჯდომარის, თეიმურაზ გვარამაძის განმარტებით, ამომრჩეველი პირადობის მოწმობას ხმის მიცემის დასრულების და საარჩევნო ყუთის გახსნის შემდეგ დაიბრუნებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, დუშეთისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში პროცედურული ხარვეზები დაფიქსირდა. დუშეთის 23-ე საარჩევნო ოლქის მე-13 უბანზე არ აღმოჩნდა მაჟორიტარული სახის ბიულეტენები, მარტვილის 65-ე საარჩევნო ოლქის 34-ე უბანზე კი მარკირების…

12:00 საათის მდგომარეობით, 3 644 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ 16.5 % შეადგინა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხმა 567 699-მა ამომრჩეველმა მისცა. ცესკოს მონაცემებით, 12:00 საათისათვის ყველაზე დიდი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმში დაფიქსირდა -…

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის რამდენიმე უბანზე ორგანიზაცია „პრესს მედიის“ სახელით  10-მდე  წარმომადგენელი მივიდა, რომელთა აკრედიტაციის მოწმობები არ არის ოფიციალურად გაცემული - ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო და საკუთარი არჩევანი თბილისში, კრწანისის მე-4 საარჩევნო უბანში დააფიქსირა. ილია მეორის განცხადებით, ამომრჩევლებმა ისეთი ადამიანები უნდა აირჩიონ, რომლებიც საქართველოს გამოადგებიან.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის დილის 08:00 საათიდან გაიხსნა. ცესკოს სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს. 

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ 22 ოქტომბერს, „თბილისი-მარათონთან“ დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დილის 08:00 საათიდან 14:00 საათამდე, დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.

კახეთში, სოფელი ფიროსმანის მექანიკური მორწყვის სისტემების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები 2017 ნოემბრის ბოლოსთვის დასრულდება და შედეგად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ორი სოფლის - ფიროსმანისა და სამთაწყაროს  მოსახლეობა ისარგებლებს წყლით 750 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]