weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საზოგადოება

ახალციხის რაიონის სოფელ წყორძაში გზის რეაბილიტაციის დროს ასფალტი XIII საუკუნის ქრისტიანული ტაძრის გარშემოც დააგეს. რეაბილიტირებული გზის ამსახველ ფოტოებს, რომლებიც რაიონის გამგეობამ გამოაქვეყნა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ადგილობრივების თქმით, ჩატარებული სამუშაოები ტაძარს…

კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილასთან, საოკუპაციო ხაზის აღმნიშვნელი ბანერიდან რამდენიმე მეტრში რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნული გაავლეს. შედეგად ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ერთ-ერთი მონაკვეთი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.

ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე, სავარუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პოლიციის თანამშრომელმა არჩილ დევრიშაძემ მოქალაქე რომან ქათამაძეს ესროლა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. ქათამაძემ გაქცევა მოახერხა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ზაზა ზაზაშვილმა აუქციონში გამარჯვების სანაცვლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ქრთამის სახით 30 000 აშშ დოლარი მოსთხოვა. ზაზაშვილი 21 ივლისს დააკავეს.

საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ დაღესტნის საზღვართან დაკარგული ქართველი მწყემსი, 1977 წელს დაბადებული ზურაბ ჩახტაური საქართველოში დააბრუნა.

თიანეთში მკვლელობა მოხდა

შაბათი, 22 ივლისი 2017 11:46

თიანეთში შუახნის მამაკაცი თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობის მიზეზი სავარაუდოდ ურთიერთშელაპარაკება გახდა.

ხულოს, ქედისა და შუახევის საგანმანათლებლო რესურსცენტრები 2017 წელს გამოშვებულ ახალ „ჯიპებს“ ყიდულობენ. ტენდერის შედეგების მიხედვით, 3 ავტომანქანის შესაძენად 131 000 ლარი დაიხარჯება. სამივე ტენდერში პარლამენტარ ბექა ოდიშარიასთან დაკავშირებული პირების კომპანიამ -…

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქალაქ რუსთავის მერის წარმომადგენელი აკაკი წერეთელი და ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის ყოფილი სპეციალისტი გიორგი ნარიმანიძე დააკავეს. მათ ბრალად ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით…

თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ზაზა ზაზაშვილი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. სოფელ რუისპირის მაჟორიტარი დეპუტატი სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა დღეს საკრებულოს შენობაში აიყვანეს.

ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში ოთარ მიქელაძის ეზოში მეჩეთის მშენებლობა დაიწყო. „სამხრეთის კარიბჭესთან“ საუბარში დასავლეთ საქართველოს მუფთი, ბეგლარ ქამაშიძე აცხადებს, რომ მოხეში მეჩეთს სამუფთო სამმართველო და სახელმწიფო აშენებს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]