weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

საზოგადოება

რუსთავის ცენტრალურ პარკში უცნობმა მამაკაცმა ახალგაზრდა ქალზე სექსუალური ძალადობა სცადა. „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, ქალი დაცვის თანამშრომელმა გადაარჩინა, რომელმაც მისი ყვირილი გაიგო. უცნობმა კაცმა მიმალვა შეძლო.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახში ფერმის დარაჯს თავს დაესხნენ და 32 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი გასტაცეს. Jnews-ის ინფორმაციით, მესაზღვრეებმა საქონლის დაბუნება მანამდე შეძლეს, ვიდრე თურქეთის საზღვარზე გადარეკავდნენ, თუმცა ბოროტმოქმედებმა მიმალვა მოახერხეს.

თბილისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 20 მაისის 24:00 საათიდან 21 მაისის დილის 05:00 საათამდე, ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება თავისუფლების მოედანზე, ასევე, მასთან დამაკავშირებელ ყველა ქუჩაზე: რუსთაველის გამზირზე, შალვა დადიანის,…

სტიქიის შედეგად წყლის სათავე ნაგებობების დაზიანების გამო, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებს – ფშაველს, ლალისყურსა და ლეჩურს დროებით შეუწყდა წყალმომარაგება, რის გამოც, საჭირო გახდა მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდება ცისტერნებით.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ სანდო ინფორმაციის მისაღებად, ტელეკომპანია „იმედს“ გამოკითხულთა 32% ენდობა, 28% „რუსთავი 2“-ს, 4% კი ტელეკომპანია „პირველს“.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ ახალგაზრდა მამაკაცი მრავალსართულიანი კორპუსის ფანჯრიდან კუს აგდებს.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39% საბჭოთა კავშირის დაშლას საქართველოსთვის „ცუდ მოვლენად“, 50% კი „კარგ მოვლენად“ მიიჩნევს. 11% ამბობს, რომ ამ კითხვაზე პასუხი არ იცის.

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან გარყვნილ ქმედებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული, 1996 წელს დაბადებული მ.თ. დამნაშავედ ცნო.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სპორტული შეჯიბრების მონაწილეთა მოსყიდვისა და მეორე და უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელების მიერ მატჩების ჩაწყობის ბრალდებით რვა მოქმედი და სამი ყოფილი ფეხბურთელი ბრალდებულის სახით დააკავეს.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „CRRC-საქართველოს“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრიი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 90%-ს, 2017 წლის გაზაფხულიდან, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, ევროპის ე.წ. შენგენის ზონაში არ უმოგზაურია.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]