weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებს 459 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო ბოლო 10 წელში ავტოსატრანსპორტო შემთხვევების შედეგად საქართველოში 6 608 ადამიანი გარდაიცვალა და 85 946 ადამიანმა ჯანმრთელობის დაზიანება…

გოდერძის უღელტეხილზე, ხულო-ზარზმის გზის მონაკვეთის რეკონსტრუქცია დაიწყო. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, განახლებული გზა სამცხე-ჯავახეთს და აჭარას უმოკლესი გზით დააკავშირებს ერთმანეთთან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისსა და რეგიონებში გზებზე დამტვრეული ავტომობილების ინსტალაციების დამონატაჟება მათ მიერ დაწყებული სოციალური კამპანიის „მეტი სიცოცხლისთვის“ ნაწილია. სამინისტროში აცხადებენ, რომ კამპანია საგზაო უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას…

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების სამსახურის 13 ოპერატორი გაფიცვას გეგმავს. მათ მიერ გავრცელებულ წერილში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში, ძირითად საქმიანობასთან ერთად მემონტაჟის ფუნქციასაც ასრულებენ, თუმცა მხოლოდ ოპერატორის დაბალ ანაზღაურებას იღებენ.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 19 მაისს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი რუსთავში ორი ახალი პენიტენციური დაწესებულების მშენებლობის წინააღმდეგ აქციებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კონკრეტული საზოგადოების ჯგუფებისგან ულტიმატუმის ენას ვერ მიიღებს, თუმცა კონსულტაციებისთვის მზად არის.

ბათუმში, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე აღმოჩენილი, სავარაუდოდ, 1937-38 წლებში სტალინური რეპრესიების დროს დახვრეტილთა ნეშტების დაკრძალვის თარიღი გადაიდო. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ დღეს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, 150-მდე ნეშტი 21 აპრილს აღარ…

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 აპრილიდან 18 აპრილის ჩათვლით საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. სინოპტიკოსების ცნობით, მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ისრაელში საქართველოს საელჩო 27 აპრილს, იერუსალიმში, მაცხოვრის ტაძარში ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიაში მონაწილეობის მსურველებისთვის განცხადებას ავრცელებს. საელჩოს ინფორმაციით, ამ მოვლენასთან დაკავშირებით წელსაც, ისევე როგორც გასულ წლებში, პოლიცია უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებულ ზომებს მიიღებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანების გაუპატიურებაში ბრალდებული გ.ფ დამნაშავედ ცნო. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დადასტურდა, რომ გ.ფ წლების განმავლობაში ძალადობის გამოყენებით სექსუალურ კავშირს ამყარებდა ორ…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]