weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის დანაშაულებრივი სქემა გამოავლინეს. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, ინტერნეტის გამოყენებით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ბრალდებით, თბილისში რუსეთის ფედერაციის სამი…

თელავის ყოფილი მერი პლატონ კალმახელიძე კახეთის გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა. როგორც „რეგინფოს“ გუბერნატორის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ირაკლი ქადაგიშვილის მესამე მოადგილის თანამდებობა ვაკანტური იყო 7 თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც ზურაბ არსენიშვილმა თანამდებობა საკუთარი…

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში პოლიციას მოქალაქის ცემაში ადანაშაულებენ. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, 55 წლის ზვიად მთავრიშვილს სამართალდამცველებმა ისე სცემეს, რომ თავის ტვინის ჰემატომა განუვითარდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის მიცემის ბრალდებით კულტურული ღონისძიებების ერთ-ერთი ორგანიზატორი ბექა ხალათაშვილი დააკავეს. 

პანკისის ხეობაში, სოფელ წინუბანში 10 წლის გოგონა გარდაიცვალა. როგორც „რეგინფოს“ ადგილობრივებმა უთხრეს, ადგილი ჰქონდა უბედურ შემთხვევას - ბავშვი ხიდან ჩამოვარდა, რა დროსაც ტანსაცმლით ტოტს გამოედო და დაიხრჩო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთავში, ნისიად პროდუქტის მიცემაზე უარის თქმის გამო, სამმა პირმა მაღაზიის გამყიდველს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 1995 წელს დაბადებული ს.მ., 1996 წელს…

ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას შვილმა ბაჩანა შენგელიამ გენერალური პროკურორის სახელზე საჩივარი შეიტანა. შენგელია შალვა თადუმაძისგან ითხოვს, დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მიენიჭოს.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში მცხოვრებმა სამოქალაქო აქტივისტმა და ალეკო ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობის“ კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნინო გოგოლაშვილმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს სასამართლოში დავა მოუგო. სიუჟეტისთვის დადგმული კადრის გამო, დეპარტამენტი გოგოლაშვილს გარემოს დანაგვიანებას…

გურჯაანის რაიონულ სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის საქმის არსებითი განხილვა დღეს, 12:00 საათზე განახლდება. სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში, სასტუმროს მშენებლობაზე რამდენიმე მუშა დაშავდა. როგორც „რეგინფოს“ ადგილობრივებმა უთხრეს, სამშენებლო სამუშაოების დროს კედელი გადმოინგრა და ქვეშ სამი მუშა მოიყოლა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]