weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

საზოგადოება

პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველთა რეგისტრაცია, 2019 წლის საგაზაფხულო მიღებაზე, დღეს დაიწყო და 19 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია საგანმანათლებლო რესურსცენტრებში და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებებში, ასევე ინტერნეტის საშუალებით,…

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში ბიბლიოთეკა დაარბიეს და შენობაში ხანძრის გაჩენა სცადეს. განადგურებულია წიგნები. დამტვრეულია ავეჯი და ტექნიკა.

ონში მიწისძვრა მოხდა

კვირა, 07 აპრილი 2019 22:05

საქართველოში დღეს, 7 აპრილს მიწისძვრა განმეორდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დედოფლისწყაროს შემდეგ, 3.7 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები ონში იყო. მიწისძვრა 21:37 საათზე დაფიქსირდა.

თბილისში, დიღმის მასივში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მე-3 სართულზე მომხდარი აფეთქების შედეგად რვა ადამიანი, მათ შორის შვიდი თვის ბავშვი დაშავდა. აფეთქება, რომელსაც ბინაში ნგრევა მოჰყვა, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

რუსთავში 30 წლის მამაკაცი 15 წლის გოგოსთან სექსუალური კავშირის დამყარების ბრალდებით დააკავეს. პოლიციას მომხდარის შესახებ ინფორმაცია არასრულწლოვანის მშობლებმა მიაწოდეს.

კახეთის რეგიონში, კერძოდ, დედოფლისწაროს მუნიციპალიტეტში 4.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი სოფელ ზემო ქედში იყო.

რუსთავში ქურდული სამყაროს წევრობის და გამოძალვის ბრალდებით 1988 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული ე.წ. ქურდული სამყაროს სახელით, ერთ-ერთი კერძო სტომატოლოგიური კლინიკის მფლობელს სისტემატურად სძალავდა ფულს.

7 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღესრულება.

სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან სამცხე-ჯავახეთისა და წალკის ახალდანიშნული არქიმანდრიტის წარგენისას განაცხადა. ინფორმაციას ადგილობრივი ახალი ამბების სააგენტო Jnews-ი ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლნისში სამართალდამცავებმა სამი საცხოვრებელი სახლის გაქურდვის ბრალდებით, 1986 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი მამაკაცი დააკავეს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]