weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

საზოგადოება

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუღაშენში ყარაბაღის ომის მონაწილის, მიხაილ ავაქიანის ძეგლი დადგეს. ადგილობრივი ახალი ამბების სააგენტო Jnews-ის ინფორმაციით, ძეგლის გახსნის ღონისძიებას, რომელიც 20 იანვარს გაიმართა, ახალქალქის მერი იურიკ უნანიანი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები…

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში წითელას ფართომასშტაბიანი ეპიდაფეთქებაა. მისი თქმით, წითელას ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში, სამეგრელოში, იმერეთსა და კახეთში ფიქსირდება.

დიდი ბრიტანეთის ძებნილი მოქალაქე პოლიციას თბილისში ჩაბარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 31 წლის ჯეკ შეფარდი ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში 23 იანვარს ადვოკატებთან ერთად მივიდა.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტები ვერ წარადგენენ წითელაზე აცრის დამადასტურებელ სამედიცინო ცნობას, მათთვის სტუდენტის სტატუსის შეჩერების საკითხს განიხილავენ.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ე.წ. საკონტროლო გამშვები პუნქტი „ენგურის“ დაკეტვა გალის რაიონულ ადმინისტრაციის შენობასთან რაიონის მცხოვრებლებმა გააპროტესტეს. გამოცემა „ნუჟნაია გაზეტას“ ინფორმაციით, საპროტესტო აქცია დღეს გაიმართა.

თბილისში 4 წლის გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალური მომსახურების სააგენტო განმარტებას აკეთებს. მეურვეობა–მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსის, მარი წერეთლის განცხადებით, ბავშვი სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ იმყოფებოდა და დედა მას თვეში რამდენჯერმე…

თბილისის მერის, კახა კალაძის დავალებით, MAN-ის ფირმის ავტობუსების მძღოლებს პერანგებსა და ჰალსტუხებს შეუკერავენ. ავტობუსები ქალაქში თებერვლიდან ეტაპობრივად შემოვა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, განათლების სამინისტროსთან ერთად, 2019 წელს მოზარდებისთვის, მშობლებისა და მასწავლებლების ჩართულობით, მედიაწიგნიერების 5 პროექტს განახორციელებს.

ბათუმის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში 4 წლის გოგონამ სადეზინფექციო ხსნარი დალია. როგორც აჭარის ტელევიზიას საბავშვო ბაღების გაერთიანების უფროსმა, მამუკა შამილიშვილმა უთხრა, ხსნარი გრიპის ვირუსის წინააღმდეგ დეზინფექციის ჩატარებისთვის იყო განკუთვნილი.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ადასტურებენ, რომ ბათუმში გუშინ გარდაცვლილ 48 წლის ქალს H1N1 ვირუსი, იგივე ღორის გრიპი ჰქონდა. პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში მართვით სუნთქვაზე იყო.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]