weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

საზოგადოება

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 84 % საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობას დადებითად აფასებს, ხოლო 8 % უარყოფითად.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა აჭარაში სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებისა და ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინეს. ერთ-ერთი ინდივიდუალური მეწარმე, კუსტარულად მოწყობილ საამქროში ლიმონათს აწარმოებდა, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგოდ იყენებდა სხვა იურიდიული პირის…

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ პაშინიანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ჩავა და ეთნიკურ სომხებს შეხვდება.

ლომისობა მოძრავი დღესასწაულია. აღინიშნება აღდგომიდან მე-7 კვირას არაგვისა და ქსნის ხეობაში. მისი სახელობის სალოცავებიდან ერთი ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზეა, ხოლო მეორე – სოფელ მლეთაში, სადაც მლოცველები მთელი საქართველოდან იკრიბებიან.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დადეშიდან, 26-27 მაისს, მწყემსებისთვის მოპარული 65 სული ძროხიდან 19 თურქეთის ტერიტორიაზე იპოვეს. როგორც „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქონელს ქართველმა და თურქმა სამართალდამცავებმა ერთობლივად ჩატარებული გამოძიების შედეგად…

ხაშურის მუნიციპალიტეტში, დაბა სურამში საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ბიზნესმენი მამია ბითაძე მოკლეს. მკვლელობა დღეს, დილით მოხდა. 59 წლის მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა სანადირო თოფიდან გასროლით აქვს მიყენებული.

„ისე შენი დედას შევე.., რამდენი შენ სიმართლეს ლაპარაკობ“, - ასე მიმართა სოციალურ ქსელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ცაბუტაშვილმა მოქალაქე გია ფაცურიას, რომელიც „ფეისბუქში“ თავის პირად გვერდზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს…

უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღება საქართველოს მოქალაქეობის ავტომატურად შეწყვეტას აღარ გამოიწვევს, თუკი პირი, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე, საქართველოს ხელისუფლებისგან წინასწარ მიიღებს თანხმობას.

სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამმართველოს ინსპექტორის, მაია არსენიშვილის ინფორმაციით, კახეთის რეგიონში განთავსებულ ფერომონიან დამჭერებზე აზიური ფაროსანა არ დაფიქსირებულა.

„მე მესმის, რომ ამ ვიდეოში არის ბრალდებულის მხრიდან განწირული ხმით კივილი და ყვირილი. რამდენსაც არ უნდა ყვიროდეს ბრალდებული, ფაქტი ამ ვიდეოში არის ერთი: ფიზიკურ შეურაცხყოფას იქ ადგილი არ ჰქონია. საუბარი…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]