weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

საზოგადოება

ქუთაისის მე-17 ბაგა-ბაღში, გველების გამო სააღმზრდელო პროცესი ორშაბათამდე შეწყდა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ეზოში ერთ კვირაში რამდენიმე გველი ნახეს. ბოლო შემთხვევა გუშინ იმ დროს მოხდა, როდესაც ეზოში ბავშვები თამაშობდნენ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლმა, დავით გოგინაშვილმა განაცხადა, რომ შიდა ქართლში დამონტაჟებულმა ფერომონებმა რეგიონში აზიური ფაროსანას გავრცელება ამ ეტაპზე არ დაადასტურა.

ყვარელში, ილიას ტბაზე „ფოლკლორის ანსამბლების მე-4 რესპუბლიკური ფესტივალის“ ფარგლებში ცეკვის დროს სცენა ჩატყდა. რამდენიმე ბავშვმა მსუბუქი დაზიანება მიიღო, რის გამოც ანსამბლის ხელმძღვანელმა საცეკვაო ნომერი გააუქმა.

ზუგდიდში, აღმაშენებლისა და ხუბულავას ქუჩების კვეთაზე შუქნიშნები მოხსნეს. რადიო „ათინათის“ ინფორმაციით, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ შუქნიშნების დემონტაჟი ყოფილი პრემიერ-მინისტრის და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ასწლოვანი მუხის გადატანის გამო…

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟანივრში სკოლის მშენებლობა 5 თვეა შეჩერებულია. აჭარის მთავრობა ადგილობრივ მოსახლეობას პირდებოდა, რომ ბავშვები ახალ სკოლაში სწავლას 2017 წლის იანვრიდან გააგრძელებდნენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საბერძნეთის პოლიციამ, ქალაქ ათენში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ქართული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 17 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ…

მთავარი პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლის სამართლებრივი დევნის სამმართველომ დიდი ოდენობით სხვისი ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი ო.მ. დააკავა.

ფსიქიკური აშლილობის, ინტელექტუალური და ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფი პაციენტებისთვის ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია უფასო იურიდიული დახმარების პროგრამას იწყებენ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე მეთორმეტეკლასელების დაახლოებით 3 %-მა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი წელს ატესტატს ვერ აიღებენ და…

თელავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 26 წლის მამაკაცი დანით დაჭრეს. დაჭრილი თელავის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. როგორც „რეგინფოს“ ექიმებმა უთხრეს, პაციენტს ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]