weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

საზოგადოება

ხონში, ზუგდიდში და სამტრედიაში ჯარისკაცებმა საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. სამხედრო მოსამსახურეებმა ადგილობრივ მცხოვრებლებს საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და პირობები დეტალურად გააცნეს.

ტელეკომპანია „იბერიას“ საინფორმაციო სამსახურმა მუშაობა დროებით შეაჩერა - დღეს დილით ახალი ამბების სამსახურის ოპერატორები გაიფიცნენ, ჟურნალისტებს კი განუმარტეს, რომ სურვილის შემთხვევაში სხვა გადაცემებზე გადაანაწილებენ.

ენიო მორიკონეს კონცერტზე დამსწრე მოქალაქეების გადაყვანისა და სამანქანო გზის გადატვირთვის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს რკინიგზა 19 მაისს, საგარეუბნო მატარებლის ერთ რეისს ამატებს.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს, 17 მაისს დაგეგმილ აქციებთან და ღონისძიებებთან დაკავშირებით, საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება პავლე ინგოროყვას და პეტრე ჩაიკოვსკის ქუჩებზე.

17 მაისს, ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციაში მონაწილე თითოეული მოქალაქის გამოხატვის თავისუფლებას დაიცავს, - ამის შესახებ შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა ლონდა თოლორაიამ…

სიღნაღში, ბარათაშვილის ქუჩის მიმდებარე ბაღში ექსტრემალური ატრაქციონი ე.წ. ზიპლაინი გაიხსნება. ბაქნების მშენებლობა დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება.

მსოფლიოში ცნობილი კომპანიის Siemens-ის წარმომადგენლებსა და საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის დირექტორ ვასილ ხორავას შორის თბილისში შეხვედრა გაიმართა.

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 18 მაისს პარლამენტის წინაშე წარდგება და კლუბ „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე ისაუბრებს. პლენარულ სხდომაზე მოსმენა გაიმართება კიდევ ორ საკითხზე - 2018 წელს შსს-ს…

რუსთავში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო პატრულმა პატრულის თანამშრომელი დააჯარიმა. ავარია 15 მაისს, დილით მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი სატვირთო მანქანას დაეჯახა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებულები - გ.გ., ლ.ს. და ბ.გ. დამნაშავედ ცნო. სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]