weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

საზოგადოება

ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე, 8 წლის ბიჭს დაცვის პოლიციის ავტომანქანა დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. დაშავებული ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას დაზიანებები თავის არეში აქვს მიღებული.

თბილისში, ვეძისის დასახლებაში ოთხი ახალგაზრდა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში გადაიყვანა.

კახეთში, საპატრულო პოლიციის ჩალაუბნის განყოფილებაში შეიარაღებული პირი, 30 წლის გურამ კაღაშვილი შეიჭრა. „რეგინფოს“ ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებაში შეჭრისას კაღაშვილს სანადირო თოფი ჰქონდა, რომლის გამოყენებითაც, მოკვლის მუქარით, მორიგე პოლიციელისგან საცავის გახსნას და…

დღეიდან პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო, რომელიც 22 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით დაეუფლოს სასურველ პროფესიას ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა…

10 აპრილიდან საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2018-2019 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დაიწყო, რომელიც 27 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

პოლიციელებთან დაპირისპირების გამოგორში 9 ახალგაზრდა დააკავეს, მათგან ექვსს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსით, სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით წარუდგინეს, სამი ახალგაზრდა კი ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მისცეს.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვში რუსი სამხედროების მიერ 7 აპრილს დაკავებული ორი პირი, 69 წლის ელდარ გუნდიშვილი და თემურ ყაზიევი გაათავისუფლეს. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის თანამშრომლებმა 69-წლის მამაკაცი საქართველოს პოლიციას…

თბილისში, პეკინის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ისინი ირანის მოქალაქეები არიან და ბინა რამდენიმე დღით ჰქონდათ ნაქირავები. 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II სააღდგომო ეპისტოლეში ყურადღებას ამახვილებს ახალგაზრდებში თვითმკვლელობის გახშირების ფაქტებზე, საქართველოში მძიმე დემოგრაფიულ მდგომარეობაზე. პატრიარქი მიიჩნევს, რომ აუცილებელია აბორტის, როგორც…

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვიდან რუსმა სამხედროებმა საქართველოს ორი მოქალაქე გაიტაცეს. სოფელში მერის წარმომადგენლის, ტარიელ ვათიაშვილის ინფორმაციით, ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთისთვის დაკავებულია აძვის მკვიდრი, 66 წლის ელდარ გუნდიშვილი. მეორე დაკავებული მამაკაცი…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]