weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საზოგადოება

ერედვის გამგებელს ოთარ ცოტნიაშვილს, როგორც დევნილის სტატუსის მქონე პირს, 2016 წელს საქართველოს მთავრობამ საგურამოში მდებარე საცხოვრებელი ბინა 1 ლარად გადასცა. 2017 წლის 28 ნოემბერს ოთარ ცოტნიაშვილმა ეს ბინა 10 000…

ქობულეთის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ. ისინი კვარტალური პრემიის დარიცხვას ითხოვენ. „აჭარის ტელევიზიასთან“ მეეზოვეები ამბობენ, რომ მუშაობას მანამდე არ დაიწყებენ, ვიდრე მათი მოთხოვნა არ შესრულდება.

პარლამენტის წევრმა, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ შესაძლოა „ქართული ოცნება“ დატოვოს. ფოფხაძის განმარტებით, ამის მიზეზი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძის არჩევაა.

საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად საპარლამენტო უმცირესობის მიერ წარდგენილი კანდიდატი ნინია კაკაბაძე აირჩია. მის კანდიდატურას მხარი 55-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 12 იყო.

საქართველოში ბუნებრივი აირი დამატებით 17 517 ოჯახს მიეწოდება, - გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს მთავრობა კიდევ 19 მუნიციპალიტეტის 80 სოფელსა და 1 ქალაქში განახორციელებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 126, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 52 უკანონო დაკავების ფაქტია რეგისტრირებული.

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ“, რომლის თანახმადაც სულ შეწყალებულია 64 პირი.

მთავრობის სხდომაზე განიხილეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში უსაფრთხოების ნორმების გამკაცრების მიმართულებით რეფორმების გატარება უწყების ერთ-ერთი…

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას ე.წ. ჭიაკოკონობასთან დაკავშირებით აფრთხილებს და აცხადებს, რომ ნებისმიერი ტიპის ნარჩენების (მათ შორის, ფოთლების, საბურავების) ღია წესით დაწვა აკრძალულია და გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 500…

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ირაკლი სულავა დააკავეს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]