weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

საზოგადოება

ოზურგეთში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლაზიკა კაპიტალის“ ოფისთან 60 წლამდე ასაკის ქალმა ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. შემთხვევა 14 მარტს მოხდა. ქალის გადარჩენა თვითმხილველებმა შეძლეს.

თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

უვიზო რეჟიმის დარღვევის გამო, ავსტრიიდან საქართველოს 11 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა. საქართველოს მოქალაქეები ვენიდან სპეციალური რეისით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 07:00 საათზე ჩამოფრინდნენ. ერთ-ერთი მათგანი, პაატა სულუხია ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ ავსტრიიდან…

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროსთან და საქართველოს გაეროს ასოციაციასთან თანამშრომლობით გამოაცხადა სტაჟირების პროგრამა „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით“ (1+4) მოსარგებლე პირებისათვის.

ზუგდიდის საარჩევნო ოლქის №67.27 ცაიშის თემში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საკრებულოს შუალედური არჩევნები 13 მაისს გაიმართება. არჩევნები ჩატარდება ცაიშის თემის სამ საარჩევნო უბანზე, სადაც ჯამში 2829 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე 15 წლის ბიჭი დაჭრეს. ბავშვს ჭრილობა გულ-მკერდის არეში დანით აქვს მიყენებული. დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა წერილობით მიმართეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს და ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს, გაუქმდეს სოფელ დიდ დმანისში, შპს RMG Gold-ის საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს მიმდებარე ტერიტორიაზე 16 ჰექტარი მიწის ნაკვეთის…

ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბი საქართველოში პროგრამისტების მომზადებას იწყებს. პროგრამა 6 თვიანია და სრულად არის დაფინანსებული. სასწავლო კურსში მონაწილეობა შეუძლიათ ახალგაზრდებს, პროფესიის და გამოცდილების მიუხედავად. პირველ ეტაპზე დაგეგმილია 30-მდე განმცხადებლის შერჩევა.

ახმეტა – თიანეთის 30 კილომეტრიანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული აზერბაიჯანული კომპანია AGT Menegment, Meslehet, Tikinti Xidmetleri MMC შეასრულებს, რომელთანაც ხელშეკრულება 2017 წლის 25 ივლისს…

რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის სამსახურმა („როსსელხოზნადზორი“) აფხაზეთიდან რუსეთში ხილ-ბოსტნეულის შეტანა დროებით აკრძალა. ამის მიზეზი აზიური ფაროსანას გავრცელების საფრთხეა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]