weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

საზოგადოება

ქუთაისთან ახლოს, მდინარე წყალწითელას ხიდთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ექვსი კი დაშავდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ.

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ არარსებულ მეტროპოლიტენის სადგურებსა და აეროპორტებში დასუფთავების მოსაკრებლი გააუქმა. საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში ცვლილება დღეს შევიდა.

3-დან 6 მაისის ჩათვლით საქართველოში ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება. კონკურსის მიზანი მსოფლიოსთვის საუკეთესო ქვევრის ღვინოების წარდგენა, სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლება და ქვევრის ღვინის წარმოების და მოხმარების…

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, აზიური ფაროსანა პროტეინის წყაროა და ქათმებს, ინდაურებსა და სხვა ფრინველებს შეუძლიათ საკვებად გამოიყენონ.

„ლეიბორისტული პარტიის“ კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ვარდოშვილი კახეთის გუბერნატორს, ირაკლი ქადაგიშვილს დიდი ოდენობით საწვავის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. ვარდოშვილის თქმით, გუბერნატორის ადმინისტრაცია წელს 40 000 ლიტრი საწვავის დახარჯვას გეგმავს.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის ხელფასი 2017 წლის განმავლობაში 238 500 ლარი იყო, ანუ თვეში 19 875 ლარი. აქედან, 160 500 ლარი მან ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე მიიღო, ხოლო 78 000 ლარი - ეროვნული ბანკის…

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის მერაბ მალანიას ანაზღაურება 2017 წელს 138 448 ლარი იყო. თანამდებობრივ სარგოსთან ერთად, რომლის წლიური ოდენობა 32 640 ლარია, მან თითქმის 4.3-ჯერ მეტი ოდენობით სხვადახვა სახის დანამატები მიიღო, -…

გორის რაიონულმა სასამართლომ შვილის ცემასა და მის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ბრალდებული ზ.შ დამნაშავედ ცნო და ერთი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

თბილისის მერია მოსალოდნელ ძლიერ ქართან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის პროგნოზის მიხედვით, თბილისში, 9 და 10 მარტს შესაძლოა, ქარის სიჩქარე 10-15 მ/წმ-დან 25-30 მ/წმ-მდე გაიზარდოს.

ქუთაისის მერიის სამხედრო სამსახურის შენობაში გამთენიისას ხანძარი გაჩნდა. ოთხსართულიანი შენობის მე-3 სართულზე დამწვარია სამხედრო სამსახურის უფროსის მოადგილის სამუშაო ოთახი. ხანძრის შედეგად ოთახში არსებული დოკუმენტების დიდი ნაწილი განადგურდა. 

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]