weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

EUMM-ს სამოქმედო არეალი უნდა გაიზარდოს – პრეზიდენტი

15:07 ოთხშაბათი, 15 ივლისი 2020

საქართველოს პრეზიდენტმა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის დაჭრისა და უკანონოდ დაკავების საკითხზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ერთადერთი რაც საქართველოს ხელისუფლებამ შეიძლება მოიმოქმედოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) გააქტიურებაა.

„საქართველოს ხელისფულებამ მხოლოდ ერთი რამ შეიძლება მოიმოქმედოს. ეს არის, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გავააქტიუროთ და მისი სამოქმედო არეალი უნდა გაიზარდოს, ეს არის ის, რაც ჩვენს შესაძლებლობებშია და აუცილებელია ვიმოქმედოთ ამ მიმართულებით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

1987 წელს დაბადებული ზაზა გახელაძე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე 11 ივლისს უკანონოდ დააკავეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უკანონო დაკავების პროცესში, ის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ფეხში დაჭრეს, შემდეგ კი გაიტაცეს. სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის, ირაკლი ანთაძის ინფორმაციით, გახელაძე ცხინვალის კლინიკაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გადმოცემას მოითხოვს და მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, მკაცრი შეფასება მისცეს საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებებს.

საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს საქართველოში აშშ-ის საელჩომ და სახელმწიფო დეპარტამენტმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]