weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერია - ISFED

13:21 სამშაბათი, 04 აგვისტო 2020

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ შეფასებით, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი მეუფე გიორგი (ჯამდელიანი) წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერია. საუბარია ეპისკოპოსის 26 ივლისის ქადაგებაზე, როდესაც მან მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მარნეულის მოქმედი მერის, ზაურ დარგალის დასახელების გამო „ქართული ოცნება“ გააკრიტიკა.

სასულიერო პირის განცხადება ISFED-ის წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედურ ანგარიშში მოხვდა, რომელიც 5 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით პერიოდს მოიცავს. ISFED -ის თანახმად, ამ პერიოდში კლესიის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩარევის ერთი შემთხვევა გამოვლინდა.

„მიმდინარე საანგარიშო პერიოდში, დაფიქსირდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის შემთხვევა - მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა მეუფე გიორგი ჯამდელიანმა, 26 ივლისს, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, რომ ხელს შეუშლის ეროვნული ინტერესების მოღალატე ადამიანის - „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, ზაურ დარგალის პარლამეტში შესვლას. მრევლისადმი მიმართვის სახით კი დაამატა, რომ ვინც ზაურ დარგალს გვერდით დაუდგება, მათზე პასუხისმგებლობას იხსნის და ყველა მათგანს მოუწევს პასუხის გაცემა წინაპრების სულებისთვის.

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ეკლესიის მაღალი იერარქია და მისი სიტყვები, მოსახლეობაში, აღიქმება როგორც ეკლესიის პოზიცია“, - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში ნახსენებია 16 ივლისს, მარნეულში, ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის დემონტაჟის მოთხოვნით გამართული აქცია, სადაც მეუფე გიორგი სიტყვით გამოვიდა.

„შეხვედრას რუსეთის საგერო საქმეთა სამინისტროს ორგანიზაცია „პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი“ ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძე და პარტია „ქართული იდეის“ ლიდერი, ლევან ჩაჩუაც ესწრებოდნენ. პარტიამ „ქართული იდეა“ 2020 წლის საპარალმენტო არჩევნებისთვის ცესკოს რეგისტრაციისთვის მიმართა და ამჟამად რეგისტრაციის პროცესშია. მედიის ინფორმაციით, აქციას ანტიდასავლური განწყობებით გამორჩეული პარტია „ქართული მარშიც“ ესწრებოდა, თუმცა პარტიის ლიდერები ინფორმაციას უარყოფენ“, - აღნიშნულია ISFED-ის ანგარიშში.

მეუფე გიორგი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერს, ზაურ დარგალს ღიად ორი თვის წინ, ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის საკითხის გამო დაუპირისპირდა. მან ძეგლის რეაბილიტაციის შესახებ მერის გადაწყვეტილებას უსინდისობა უწოდა და მისი დემონატჟისთვის „გონივრული ვადა“ მისცა.

„ქართულმა ოცნებამ“ ზაურ დარგალი მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად 20 ივლისს წარადგინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]