weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

თალაკვაძე ვერტმფრენის ჩამოვარდნაზე: „გთხოვთ, სახლში ცოცხლები დაბრუნდით გმირებო!“

18:46 პარასკევი, 29 ივლისი 2022

გუდაურში სამაშველო ოპერაციის დროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნას პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„მიუვალ მთებში არ დარჩეთ, გთხოვთ, სახლში ცოცხლები დაბრუნდით გმირებო!“,
– წერს თალაკვაძე Facebook-ზე.

რამდენიმე საათის წინ, გუდაურში პარაპლანისტების დასახმარებლად გამოძახებული ვერტმფრენი ჩამოვარდა და აფეთქდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პილოტმა „მართვა დაკარგა“. ბორტზე ეკიპაჟის წევრების გარდა მაშველები და მედიკოსები იმყოფებოდნენ. უწყებას მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები ჯერ არ გაუვრცელებია.

მომხდარის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 94-ე კილომეტრიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გზა სამაშველო ღონისძიების დასრულების შემდეგ გაიხსნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]