weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

სანდრო ბაზაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

10:02 პარასკევი, 16 ივნისი 2017

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრებმა მეორე მედალი მოიპოვა - თეოდორა კახიანის ოქროს მედალს სანდრო ბაზაძემ ბრინჯაოს მედალი მიამატა. ნაკრების ლიდერმა ხმლით ფარიკაობაში უმაღლესი სინჯის მედლისთვის ბრძოლის შანსი ნახევარფინალში, მომავალ ჩემპიონთან – გერმანელ მაქს ჰარტუნგთან წაგებით (11:15) დაკარგა და იტალიელ ლუკა კურატოლისთან ერთად მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

ნახევარფინალამდე სანდრო ბაზაძემ ჯგუფში თურქ ენვერ ილდირიმს (5:2), ბელარუს სერგეი კისელს (5:1), უკრაინელ ბოგდან პლატონოვს (5:0), რუს კამილ იბრაგიმოვსა (5:3) და ბრიტანელ უილიამ დერის (5:1) აჯობა. მეთექვსმეტედფინალში უკრაინელი დმიტრო პუნდიკი დაამარცხა (15:13), მერვედფინალში – იტალიელი ლუიჯი სამელი (15:14), ხოლო მეოთხედფინალში – უნგრელი სას-კოვაჩ გემეშე (15:7).

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]