weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საქართველო მსოფლიო რეიტინგში 1 ადგილით დაწინაურდა

13:33 პარასკევი, 26 ოქტომბერი 2018

FIFA-ს განახლებულ მსოფლიო რეიტინგში საქართველოს ეროვნული ნაკრებმა უმცირესი პროგრესი განიცადა და წინა თვესთან შედარებით, მხოლოდ 1 პოზიციით დაწინაურდა. „ჯვაროსნები“ ამჯერად 92-ე ადგილზე იმყოფებიან.

როგორც იცით, ეროვნულმა გუნდმა წინა თვის შემდეგ ორი ოფიციალური მატჩი მოიგო ერთა ლიგაზე, თუმცა ასეთი უმნიშვნელო წინსვლის მიზეზი მეტოქე გუნდების სისუსტეა - საქართველოს მეტოქეები ხომ მასზე გაცილებით დაბალ საფეხურებზე მყოფი ანდორა და ლატვია იყვნენ.

UEFA-ს ერთა ლიგის D დივიზიონის პირველ ჯგუფში „ჯვაროსნების“ სამივე მეტოქე ასეულს მიღმა იმყოფება: ყაზახეთი - 117, ლატვია - 132, ანდორა - 133.

რაც შეეხება ტოპ-ათეულს, ბელგია პირველ ადგილზეა და მხოლოდ 1 ქულით უსწრებს მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ საფრანგეთს, ურუგვაიმ და ინგლისმა კი ადგილები გაცვალეს:

  1. ბელგია -1733
  2. საფრანგეთი - 1732
  3. ბრაზილია - 1669
  4. ხორვატია - 1635
  5. ინგლისი - 1619
  6. ურუგვაი - 1617
  7. პორტუგალია - 1616
  8. შვეიცარია - 1598
  9. ესპანეთი - 1594
  10. დანია - 1584
პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]