weather cur horoscope tv
მაისი 31, 2020

დავით ხეცურიანმა ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვა

10:19 კვირა, 28 ოქტომბერი 2018 hits 354

პოლონეთის ქალაქ ზამოშჩში მიმდინარე ძალოსანთა ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრების წევრმა დავით ხეცურიანმა წარმატებით დაასრულა. ქართველმა ძალოსანმა 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედლის მოპოვება მოახერხა.

ხეცურიანმა ატაცში სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა და 167, 171, 174 კილოგრამები დაძლია, რომელიც ოქროს მედლისთვის საკმარისი გამოდგა.

აკვრაში დაძლეული 201 კილოგრამით ქართველმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო ორჭიდის ჯამში 375 კილოგრამი დაუგროვდა და კვლავ კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავიდა.

შეგახსენებთ, რომ ამ ევროპის ჩემპიონატზე კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე გოგა ჩხეიძე (69 კგ) და რევაზ დავითაძე (85 კგ) ავიდნენ, ანტონ პლესნოი კი ვერცხლის მედალს დაეუფლა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]