weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

FIFA-ს საბჭომ რუსეთში გამართული მუნდიალი ისტორიაში საუკეთესოდ აღიარა

14:13 კვირა, 28 ოქტომბერი 2018

ამ ზაფხულს რუსეთში გამართული მსოფლიოს საფეხბურთო პირველობის ორგკომიტეტის გენერალურმა დირექტორმა და FIFA-ს საბჭოს წევრმა, ალექსეი სოროკინმა განაცხადა, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ფედერაციის საბჭომ 2018 წლის მუნდიალი ისტორიაში საუკეთესოდ აღიარა.

FIFA-ს მაღალჩინოსანთა სხდომა აფრიკის სახელმწიფო რუანდაში შედგა.

„საკმაოდ დეტალური ანგარიში გაჟღერდა. FIFA-ს ღონისძიებათა ჩატარების დეპარტამენტის დირექტორმა კოლინ სმიტმა წარმოადგინა ფაქტოლოგიური ანგარიში. განცხადება მეც გავაკეთე - ეს უფრო ზოგადი და ემოციური იყო. მთლიანობაში, მსოფლიო ჩემპიონატი ერთსულოვნად, ყველა მიმართულებით, დასახელდა ისტორიაში ყველაზე წარმატებულ ღონისძიებად. ამის შესახებ ნათქვამია ანგარიშში, რომელიც საბჭომ შეადგინა. ბევრ მაჩვენებელში მოიხსნა წინა მსოფლიო ჩემპიონატების რეკორდი, წარმატებულად ჩაითვალა ჩვენი ინიციატივები, მათ შორის - უფასო ტრანსპორტსა და გულშემატკივართა იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით“, - განაცხადა სოროკინმა.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთის 11 ქალაქში, 14 ივნისიდან 15 ივლისამდე გაიმართა და საფრანგეთის ჩემპიონობით დასრულდა.

 

ამ თემაზე:

„2018 წლის მუნდიალი ისტორიაში საუკეთესოა“ - ჯანი ინფანტინო

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]