weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

შავდათუაშვილი აბუ დაბის გრან-სლემის ჩემპიონია

10:29 ორშაბათი, 29 ოქტომბერი 2018

ქართველი ძიუდოკა ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში მიმდინარე გრან-სლემის გამარჯვებული გახდა. 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადის ჩემპიონი ფინალში კოსოვოელ აკილ გიაკოვას გადაეყარა და ბრძოლის შუაწელს აღებული ვაზარის წყალობით იმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ შავდათუაშვილმა ფინალამდე ყველა მეტოქეს საქმე ვადაზე ადრე მოუმთავრა. პირველ წრეში იაპონელი ტაკეში დოი 32 წამში იპონით დაამარცხა, ჩინელ რიგან სუს 1:52 წუთში სძლია, უკრაინელ არტიომ ხომულასთან შერკინებაში 1:43 წუთში ვაზარი და იპონი ჩაატია, ნახევარფინალში კი შვედ ტომას მაციასთან ჯერ ვაზარები გაცვალა, 3:12 წუთის თავზე კი ისიც იპონზე დააგდო.

აღსანიშნავია, რომ აბუ დაბის გრან-სლემზე ვაჟთა შორის მე-3 წონითი კატეგორია მიილია და სამივეში ჩემპიონობა ქართველებს დარჩათ. შეგახსენებთ, რომ წინა დღეს კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ამირან პაპინაშვილი (60 კგ) და ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) ავიდნენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]