weather cur horoscope tv
მაისი 29, 2020

ნინო ოძელაშვილი მსოფლიო ჩემპიონია

11:22 შაბათი, 10 ნოემბერი 2018 hits 1546

9 ნოემბერს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში სამბოს მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო და პირველ საშეჯიბო დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები სხვადასხვა კილოგრამ წონით კატეგორიაში ხუთმა სამბისტმა წარმოადგინა.

გამოსარჩევია ორგზის ევროპის ჩემპიონ ნინო ოძელაშვილის გამოსვლა, რომელმაც 72 კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა და საქართველოს ოქროს მედალი მოუპოვა.

გივი ნადარეიშვილმა (52 კგ) და პაატა ღვინიაშვილმა (90 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიგეს.

აქვე გეტყვით, რომ მათ გარდა საქართველოს სახელით სალომე აბაშიძე (60 კგ) და მინდია ლილუაშვილი (68 კგ) გამოვიდნენ, თუმცა საპრიზო ადგილებზე ვერ მოხვდნენ.

სამბოს მსოფლიო ჩემპიონატი 11 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]