weather cur horoscope tv
მაისი 28, 2020

ვაჟა მარგველაშვილი ოქროს მედლის მფლობელია

12:06 შაბათი, 17 ნოემბერი 2018 hits 770

ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) ჰოლანდიის ქალაქ ჰააგაში მიმდინარე გრან-პრის გამარჯვებული გახდა. ქართველმა ძიუდოკამ ტურნირზე 5 ორთაბრძოლა მოიგო და ოქროს მედალს დაეუფლა.

მარგველაშვილმა საწყის ორთაბრძოლაში სამხრეთ აფრიკელი დანიელ ლე გრანჟე 37 წამში იპონით დაამარცხა, ასევე წამები ეყო ესპანელი დავიდ ტორნე გარსიას დასამარცხებლად, მეოთხედფინალში ბოსნიელ პეტარ ზადროს აჯობა, ნახევარფინალში მოლდოველ დენის ვიერუს ასევე წუთზე ნაკლები დრო აკმარა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი ებრაელ ბარუხ შმაილოვთან ვაზარით დაკმაყოფილდა.

საინტერესოა, რომ ვაჟა მარგველაშვილმა ძიუდოს საერთაშორისო ტურის ზედიზედ მეორე შეჯიბრზე გაიმარჯვა - სამი კვირის წინ მან აბუ-დაბის გრან-სლემიც მოიგო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]