weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

მბაპე წლის საუკეთესო ფრანგი ფეხბურთელია

11:52 ოთხშაბათი, 26 დეკემბერი 2018

პრესტიჟულმა ფრანგულმა ჟურნალმა France Football-მა 2018 წლის საუკეთესო ფრანგი ფეხბურთელი დაასახელა. გამორჩეული ტიტული „პარი სენ-ჟერმენის“ 20 წლის თავდამსხმელ კილიან მბაპეს ერგო.

საუკეთესო ფეხბურთელი საგანგებო ჟიურიმ აირჩია.

აქამდე კილიან მბაპე France Football-მა წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელა, ამავე ჟურნალის დაწესებულ ჯილდო „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში კი ფეხბურთელმა მე-4 ადგილი დაიკავა.

მბაპემ საფრანგეთის ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონის 12 მატჩში 13 გოლი გაიტანა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის 6 შეხვედრაში თავი 3 გოლით გამოიჩინა, ზაფხულში საფრანგეთის ნაკრებთან ერთად კი რუსეთში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და ეროვნული გუნდის რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]