weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ექსპერტებმა სალას თვითმფრინავის გაუჩინარების სავარაუდო მიზეზი დაასახელეს

10:47 პარასკევი, 25 იანვარი 2019

„კარდიფ სიტის“ არენტინელი ახალწვეულის, ფეხბურთელ ემილიანო სალასა და თვითმფრინავის პილოტის ძებნა რამდენიმე დღეს გაგრძელდა, საავიაციო ექსპერტები კი ვარაუდობენ, რომ თვითმფრინავი ფრთების მოყინვის შედეგად გამოვიდა მწყობრიდან.

როგორც ბრიტანული გამოცემა The Sun წერს, მოყინულმა ფრთებმა საფრენი აპარატი ჯერ ჰაერში დაკიდა, შემდეგ კი ზღვაში ჩააგდო.

ფეხბურთელმა მობილური ტელეფონის აპლიკაცია WhatsApp-ით მოახერხა ბოლო შეტყობინებების გაგზავნა, რომლებშიც იგი შეშინებული წერდა, რომ თვითმფრინავი დაშლის პირას იყო და თუ კონტაქტზე აღარ გამოვიდოდა, მისი ძებნა დაეწყოთ.

შეგახსენებთ, რომ 21 იანვარს საღამოს, ემილიანო სალა თავის ძველ თანაგუნდელებს დაემშვიდობა და საფრანგეთის ქალაქ ნანტიდან კერძო თვითმფრინავით უელსისკენ გაფრინდა. დაშვებამდე ერთი საათით ადრე, თვითმფრინავი რადარებიდან გაუჩინარდა.

ემილიანო სალას ტრაგიკული ისტორია

როგორც „კარდიფ სიტი“ აცხადებს, ფეხბურთელმა თვითნებურად გადაწყვიტა კარდიფში ჩასვლა და კლუბის ოფიციალურ შეთანხმებას არ დაელოდა.

საბოლოო ინფორმაციით, ძებნა უშედეგოა, რადგან არანაირი კვალი არ ჩანს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]