weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

აზიის თასი ყატარის ნაკრებმა მოიგო

10:10 შაბათი, 02 თებერვალი 2019

ისტორიაში პირველად აზიის ჩემპიონატი ყატარის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ახალგაზრდა ესპანელი მწვრთნელის, ფელიქს სანჩესის დამოძღვრილმა გუნდმა ფინალში ფავორიტად მიჩნეული იაპონია ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა და კონტინენტის ჩემპიონი პირველად გახდა.

ფინალურ მატჩში, რომელსაც არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქმა აბუ დაბიმ უმასპინძლა, ანგარიში ეფექტური უკუდარტყმით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირმა ალმოეზ ალიმ გახსნა და გათამაშებაზე მე-9 გოლი მიითვალა. პირველივე ტაიმში ყატარელებმა მეორე გოლიც გაიტანეს, მეორე ნახევარში „ზალცბურგელმა“ ტაკუმი მინამინომ სხვაობა შეამცირა, თუმცა მატჩის მიწურულს არაბებმა „ლურჯ სამურაებს“ პენალტიდანაც გაუტანეს და თასსა და ოქროს მედლებს დამსახურებულად დაეუფლნენ. 

ცნობისთვის, ყატარის ნაკრებს აზიის თასზე ფინალურ მატჩამდე გოლი არ ჰქონდათ გაშვებული, თავად კი ტურნირზე გამართულ 7 მატჩში სულ 19 გოლი გაიტანა.

გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელის წოდება ასევე ალმოეზ ალიმ (ალ დუჰაილი) მოიპოვა, საუკეთესო მეკარის წოდება კი ასევე ყატარელ საად ალ შიბს (ალ სადი) ერგო.

აქვე გეტყვით, რომ იაპონიაცა და ყატარიც, რომელიც ამჟამად FIFA-ს მსოფლიო რეიტინგში 93-ე ადგილზეა, ზაფხულში ბრაზილიაში გასამართ „კოპა ამერიკაზე“ მიიღებენ მონაწილეობას, მიწვეული სტუმრის რანგში.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]