weather cur horoscope tv
დეკემბერი 10, 2019

კარლოს კეიროსი კოლუმბიის ნაკრებს გაწვრთნის

11:22 პარასკევი, 08 თებერვალი 2019 hits 172

გასულ კვირას ირანის ნაკრებიდან წასული პორტუგალიელი მწვრთნელი კარლოს კეიროსი კოლუმბიის ეროვნულ გუნდში იმუშავებს. სამხრეთ ამერიკელები უმწვრთნელოდ რუსეთში გამართული მუნდიალის შემდეგ იყვნენ, როდესაც ნაკრები არგენტინელმა ხოსე პეკერმანმა ექვსწლიანი მუშაობის შემდეგ დატოვა.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა კოლუმბიელებთან კონტრაქტი 2022 წლამდე გააფორმა. იგი „კაფეტერებს“ მოახლოებულ „კოპა ამერიკაზე“ დამოძღვრავს და ყატარში გასამართი მუნდიალის საგზურის მოპოვებას შეეცდება.

კარლოს კეიროსს აქამდე სანაკრებო დონეზე პორტუგალიაში (ორჯერ), არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, სამხრეთ აფრიკასა და ირანში უმუშავია. ეს უკანასკნელი მსოფლიო ჩემპიონატებზე ორჯერ ზედიზედ გაიყვანა, რაც აქამდე ამ ქვეყნის ნაკრებს არასოდეს უქნია. კეიროსი ირანის ნაკრებიდან ახლახანს დასრულებული აზიის თასის ნახევარფინალში იაპონიასთან მარცხისთანავე წავიდა.

კოლუმბიის ნაკრებს უახლოესი ამხანაგური მატჩები 22 და 26 მარტს, შესაბამისად, იაპონიასთან და ავსტრალიასთან აქვს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]