weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ქართველ მოჭიდავეთა მეხუთე ოქრო და გუნდური პირველობა

11:09 ხუთშაბათი, 07 მარტი 2019

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა 23-წლამდელმა ნაკრებმა სერბეთის ქალაქ ნოვი სადში გამართული ევროპის ჩემპიონატი 7 მედლითა (5 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო) და გუნდური პირველი ადგილით დაასრულა.

შეჯიბრის დასკვნით დრღეს კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე რამაზ ზოიძე (72 კგ) ავიდა, რომელმაც ფინალში რუს მაგომედ იარბილოვს 7:1 სძლია, ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მესამედ მოიპოვა და ამასთან, ასაკობრივი ევროპირველობის გამარჯვებული კარიერაში მეხუთედ გახდა.

ფინალში გიორგი მელიამაც (97 კგ) იჭიდავა და გამარჯვებასთან ახლოს იყო, თუმცა ფინელ არვი მარტინ სავოლაინენთან ორთაბრძოლის ბოლო წუთზე თავისივე დაწყებულ ილეთზე წამოეგო და 1:4 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ შეჯიბრის პირველ ფინალურ დღეს ევროპის ჩემპიონები ნუგზარ წურწუმია (55 კგ), ლევან ქავჟარაძე (63 კგ), გურამ ხეცურიანი (87 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედალი კი ბექა მამუკაშვილმა (77 კგ) მოიპოვა.

გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 178 ქულა მოაგროვა და პირველობა არავის დაუთმო, მეორე რუსეთი (167) იყო, მესამე კი – თურქეთი (141).

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]