weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ნახევარფინალისტები ევროპა ლიგაზეც გამოვლინდა

12:45 პარასკევი, 19 აპრილი 2019

ჩემპიონთა ლიგის კვალდაკვალ, საუკეთესო ოთხეული UEFA-ს რანგით მეორე საკლუბო ტურნირზეც გამოვლინდა. განმეორებითი მეოთხედფინალური მატჩებიდან საფეხბურთო ინტრიგა პრაქტიკულად ერთში არსებობდა.

ნაპოლი-არსენალის ძლიერ წყვილში ერთადერთი გოლი გავიდა, რომელიც ალექსანდრ ლაკაზეტმა საჯარიმო დარტყმით ჩაიწერა საკუთარ აქტივში. ნეაპოლიტანელებს უკვე მინიმუმ სამი გოლის გატანა სჭირდებოდათ, რაც ცხადია, ვერ შეასრულეს და ტურნირს გამოეთიშნენ.

საკუთარ „მესტალიაზე“ იოლად მოიგო „ვალენსიამ“, რომელმაც ესპანურ დაპირისპირებაში ამჯერად თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანა „ვილიარრეალს“ და ევროპა ლიგის ნახევარფინალში 2014 წლის შემდეგ კვლავ გავიდა.

რთული ამოცანა ქონდა გადასაჭრელი ფრანფურტის „აინტრახტს“, რასაც გერმანულმა კლუბმა თავი წარმატებით გაართვა. წინა კვირას ლისაბონში გამართულ უხვგოლიან შეხვედრაში განცდილი ხმაურიანი მარცხის შემდეგ, ადი ჰიუტერის გუნდმა ამჯერად „ბენფიკასგან“ გოლი აღარ გაუშვა, თავად კი ორი გაიტანა და ოთხეულში დამსახურებულად მოხვდა.

პრაღაში მიღწეული მინიმალური გამარჯვების შემდეგ ლონდონის „ჩელსიმ“ საკუთარ კელდებშიც სძლია „სლავიას“. „სტემფორდ ბრიჯზე“ მე-17 წუთისთვის მასპინძელი „არისტოკრატები“ პედროს დუბლითა და მეტოქის ავტოგოლით უკვე სამ ბურთის სხვაობით იგებდნენ, პირველი ტაიმი კი 4:1 დაასრულეს. მეორე ნახევარში მაურიციო სარის გუნდი ოდნავ მოდუნდა, რითაც პეტრ შევჩიკმა ისარგებლა და ოთხწუთიან ინტერვალში დუბლი გაიფორმა.

ნაპოლი 0:1 არსენალი

ვალენსია 2:0 ვილიარრეალი

ფრანკფურტის აინტრახტი 2:0 ბენფიკა

ჩელსი 4:3 სლავია

ევროპა ლიგის ნახევარფინალებში ერთმანეთს არსენალი-ვალენსია და აინტრახტი-ჩელსი შეხვდებიან. მატჩები 2 და 9 მაისს შედგება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]