weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული ძიუდოისტი გირაოთი გათავისუფლდა

17:43 სამშაბათი, 23 აპრილი 2019

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ცოლზე მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრი თორნიკე ნაგლიაშვილი 5000 ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ძიუდოისტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

22 წლის თორნიკე ნაგლიაშვილი პოლიციამ მარნეულში თვენახევრის წინ დააკავა. მას მეუღლის მიმართ შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი, დაკავება კი მუქარის შემცველ მესიჯებს მოჰყვა, რომელიც სპორტსმენის მეუღლემ პოლიციაში წარადგინა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლით და 126 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახური დანაშაულისთვის პასუხისმგებლობას, მუქარას და ოჯახში ძალადობას  გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]