weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

მსოფლიო რეიტინგში საქართველოს ნაკრები 10 პოზიციით დაწინაურდა

10:53 პარასკევი, 07 ივლისი 2017

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა FIFA-ს მსოფლიო რეიტინგში 10 საფეხურით წინ წაიწია. განახლებული რეიტინგში ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი 112-ე ადგილზეა. როგორც იცით, საქართველოს ნაკრებმა ივნისში ორი მატჩი გამართა: ამხანაგურ შეხვედრაში სენტ კიტსი და ნევისი 3:0 დაამარცხა, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში კი მოლდოვასთან სტუმრად 2:2 ითამაშა.

რაც შეეხება მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების მეტოქეებს, უელსი შვიდი საფეხურით დაქვეითდა და ამჟამად მე-20 ადგილზეა, ირლანდიამ 26-ედან 29-ე ადგილზე ჩაინაცვლა, ავსტრია 35-ედან 37-ეზე დაქვეითდა, მათგან განსხვავებით კი წინსვლა აქვს სერბეთს, რომელიც 50-ედან 42-ე ადგილზე აღზევდა. სამი ნაბიჯით წინ გადავიდა მოლდოვა და 158-ე პოზიციაზე გაჩერდა.

გასულ თვესთან შედარებით მნიშვნელოვანი ცვლილებებია საუკეთესო ათეულში: რეიტინგს სათავეში კონფედერაციათა თასის გამარჯვებული გერმანიის ნაკრები ჩაუდგა, რომელმაც ბრაზილია და არგენტინა თითო პოზიციით დააქვეითა. ოთხ-ოთხი ადგილით წინ დაიწიეს პორტუგალიამ, შვეიცარიამ და პოლონეთმა, რომლებიც შესაბამისად, მე-4, მე-5, მე-6 პოზიციებზე განთავსდნენ, რეგრესი კი განიცადეს ჩილემ, კოლუმბიამ, საფრანგეთმა, ბელგიამ და ესპანეთმა.

FIFA-ს მსოფლიო რეიტინგის საუკეთესო ათეული ასეთია:

  1. გერმანია — 1609 ქულა
  2. ბრაზილია — 1603
  3. არგენტინა — 1413
  4. პორტუგალია — 1332
  5. შვეიცარია — 1329
  6. პოლონეთი — 1319
  7. ჩილე — 1250
  8. კოლუმბია — 1208
  9. საფრანგეთი — 1199
  10. ბელგია — 1194
პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]