weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

Copa América: არგენტინის შემადგენლობა ცნობილია

10:13 ოთხშაბათი, 22 მაისი 2019

არგენტინის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ 23 ფეხბურთელისგან შემდგარი სია გამოაქვეყნა. ბრაზილიაში გასამართ „კოპა ამერიკას“ ტურნირზე „ალბისელესტეს“ კვლავ ლიონელ მესი ულიდერებს.

„კოპა ამერიკაზე“ გუნდები კენჭისყრით განაწილდნენ

სკალონიმ საბოლოო განაცხადი გაფართოებული სიის შეკვეცის შემდეგ გააკეთა, რის გამოც ნაკრებს მიღმა დარჩნენ: გაბრიელ მერკადო (სევილია), ერიკ ლამელა (ტოტენჰემი), მაქსიმილიანო მესა (მონტერეი), ანხელ კორეა (მადრიდის ატლეტიკო), მაურო იკარდი (ინტერი) და სხვები. „კოპა ამერიკაზე“ ასევე არ იქნებიან მეკარე სერხიო რომერო (მანჩესტერ იუნაიტედი), დარიო ბენედეტო (ბოკა ხუნიორსი) და ჯოვანი სიმეონე (ფიორენტინა).

ამრიგად, არგენტინელები ბრაზილიაში წარმატების მიღწევას ამ გუნდით შეეცდებიან:

მეკარეები: ფრანკო არმანი (რივერ პლეიტი), ესტებან ანდრადა (ბოკა ხუნიორსი), აგუსტინ მარჩესინი (ამერიკა, მექსიკა).

მცველები: ნიკოლას ტალიაფიკო (აიაქსი), ნიკოლას ოტამენდი (მანჩესტერ სიტი), რამირო ფუნეს მორი (ვილიარრეალი), ხუან ფოიტი (ტოტენჰემი), ხერმან პეცელა (ფიორენტინა), მილტონ კასკო (რივერ პლეიტი), რენცო სარავია (რასინგი).

ნახევარმცველები: ანხელ დი მარია, ლეანდრო პარედესი (ორივე - პსჟ), როდრიგო დე პაული (უდინეზე), ჯოვანი ლო ჩელსო (ბეტისი), მარკოს აკუნია (ლისაბონის სპორტინგი), რობერტო პერეირა (უოტფორდი), ესეკიელ პალასიოსი (რივერ პლეიტი), გვიდო როდრიგესი (ამერიკა, მექსიკა).

თავდამსხმელები: სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), ლიონელ მესი (ბარსელონა), პაულო დიბალა (იუვენტუსი), ლაუტარო მარტინესი (ინტერი), მატიას სუარესი (რივერ პლეიტი).

არგენტინის ნაკრები „კოპა ამერიკაზე“, რომელიც 14 ივნისიდან 7 ივლისამდე ბრაზილიაში გაიმართება, B ჯგუფში კოლუმბიის, პარაგვაისა და ყატარის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.

 

ამ თემაზე:

ბრაზილია „კოპა ამერიკასთვის“ დაირაზმა

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]