weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

სუმოს საბჭომ ტოჩინოშინის უსამართლოდ წაგება აღიარა

11:11 ოთხშაბათი, 29 მაისი 2019

მაისის სუპერტურნირის დასრულების შემდეგ, განვლილი ნაცუ ბაშო ტრადიციულად სუმოს საბჭოში განიხილეს და აქცენტები შიმპანის სკანდალურ გადაწყვეტილებაზე გაამახვილეს.

საბჭოში განხილვის დროს სუმოს მამებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ნაცუ ბაშოს მე-13 დღეს გამართულ ერთ-ერთ გადამწყვეტ ორთაბრძოლას, სადაც ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი ასანოიამას დაუპირისპირდა და აბსოლუტურად ყველა წესის დაცვით მოიპოვა გამარჯვება, თუმცა შიმპანმა ქართველს მოგება არ ჩაუთვალა, რის გამოც ტოჩინოშინმა იმპერატორის თასის დაუფლების შანსი დაკარგა.

სუმოს მამები ადასტურებენ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც შიმპანის გადაწყვეტილება აბსოლუტურად არასრულყოფილი და დამაბნეველი იყო. მათი თქმით, შესაძლოა, მსაჯის გადაწყვეტილება შეცდომა იყო.

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინმა 10 გამარჯვებითა და 5 წაგებით ოძეკის ტიტული დაიბრუნა, იმპერატორის თასის მფლობელი კი სწორედ ხსენებული ასანოიამა გახდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]