weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

სომხეთმა საბერძნეთი დაამარცხა

11:05 ოთხშაბათი, 12 ივნისი 2019

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში ჩრდილოეთ ირლანდიამ, ბელგიამ და იტალიამ ზედიზედ მეოთხე მატჩები მოიგეს, გერმანიამ შინ ესტონეთი არ დაინდო, ჩვენმა მეზობელმა სომხეთმა კი მინი-სენსაცია მოახდინა და საბერძნეთს სტუმრად სძლია.

ქვეჯგუფში, სადაც ორი გამოკვეთილი ფავორიტი - გერმანია და ჰოლანდია გამოდიან, ლიდერი ჩრდილოეთ ირლანდიაა, რომელიც ქულებს არ კარგავს და ოთხიდან ოთხივე თამაში მოიგო. დიდი აბათობით, ეს დროებითი მოვლენაა, თუმცა მაიკლ ო’ნილის გუნდი შექებას მაინც იმსახურებს. ბოლო შეხვედრაში კუნძულელებმა სტუმრად ბორისოვოში ბელარუსს სძლიეს, რომელსაც პირიქით - ოთხი ტურის თავზე ყველა მატჩი წაგებული აქვს. მაინცში „ოპელ არენაზე“ გამართა შეხვედრა იოახიმ ლიოვის გაწვრთნილმა გერმანიამ, რომელმაც ესტონეთი რვა უპასუხო გოლით გაანადგურა. დუბლები შეასრულეს მარკო როისმა და სერჟ გნაბრიმ, თითო გოლი კი ლეონ გორეცკამ, ილქაი გიუნდოღანმა (პენალტით), ტიმო ვერნერმა და ლეროი სანემ მიითვალეს.

C ჯგუფი:

ბელარუსი 0:1 ჩრდილოეთ ირლანდია

გერმანია 8:0 ესტონეთი

 

კვლავ ბაქოში დამარცხდა აზერბაიჯანი, ამჯერად დიდი ანგარიშით სლოვაკეთთან. სტუმართაგან დუბი გაიფორმა ჩინეთში გადაბარგებულმა მარეკ ჰამშიკმა, რომელიც სამშობლოს ნაკრების საუკეთესო ბომბარდირიცაა (24 გოლი) და ყველაზე მეტი მატჩიც (114) მას აქვს გამართული. ამავე ქვეჯგუფში უნგრელებმა პრინციპული მატჩი მოუგეს უელსს და პირველი ადგილი შეინარჩუნეს. შეგახსენებთ, რომ ამავე ჯგუფშია ხორვატიაც, რაც ორი საგზურისთვის უშეღავათო ბრძოლას კიდევ უფრო ძაბავს.

E ჯგუფი:

აზერბაიჯანი 1:5 სლოვაკეთი

უნგრეთი 1:0 უელსი

 

ოთხი ტურის შემდეგ ცხრა-ცხრა ქულა გაუხდა სამ გუნდს H ჯგუფში. საფრანგეთი ბოლოადგილოსან ანდორას ეწვია და მოკრძალებული ნაკრები კილიან მბაპეს, ვისამ ბენ იედერის, ფლორიან ტოვენისა და კურტ ზუმას გოლებით დასაჯა. აუტსაიდერად ქცეულმა ალბანეთმა მოლდოვას მეორე ტაიმში სძლია, ორმა მთავარმა კონკურენტმა - ისლანდიამ და თურქეთმა კი რეიკიავიკში იბრძოლეს, სადაც ბოლო წლების მსგავსად გამარჯვებული მასპინძლები გამოვიდნენ. აქ ალბათ საფრანგეთი პირველ ადგილს არ დაკარგავს, მეორე გამსვლელ ადგილისთვის კი თურქეთი და ისლანდია ბოლო ტურამდე იჭიდავებენ.

H ჯგუფი:

ალბანეთი 2:0 მოლდოვა

ანდორა 0:4 საფრანგეთი

ისლანდია 2:1 თურქეთი

 

სამივე შეხვედრა მასპინძლებმა მოიგეს I ჯგუფში. ყაზახეთმა სან-მარინო დაჩაგრა, რუსეთმა ამჯერად თავი აღარ გაიგიჟა და ნიჟნი ნოვგოროდში ერთი გოლი აკმარა კვიპროსს, ბელგიამ კი რომელუ ლუკაკუს დუბლითა და კევინ დე ბრუინის ბოლო წამებზე გატანილი გოლით დაამარცხა ევროპირველობაზე ასპარეზობაზე მეოცნებე შოტლანდია.

I ჯგუფი:

ყაზახეთი 4:0 სან-მარინო

რუსეთი 1:0 კვიპროსი

ბელგია 3:0 შოტლანდია

 

ცუდი მდგომარეობა აქვთ ბოსნია-ჰერცეგოვინასა და საბერძნეთს, რომლებიც წესითა და რიგით, ჩემპიონატზე მოსახვედრი ადგილისთვის უნდა შეცილებოდნენ იტალიას, თუმცა ორივე გუნდი აუტსაიდერად იქცა. „სკვადრა აძურამ“ ტურინში უმასპინძლა ბალკანელებს და პირველ ტაიმში აგებდა სტუმარი ედინ ჯეკოს გოლით, თუმცა მეორე ნახევრის სტარტზე ლორენცო ინსინიემ გაათანაბრა და თითქოს ფრეც გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წუთით ადრე მარკო ვერატიმ მოხდენილი დარტყმით გამარჯვებისა გაიტანა. ლიხტენშტაინში იმარჯვა ფინეთმა და მეორე ადგილი შეინარჩუნა, ჩვენმა მეზობელმა სომხეთმა კი ყველასათვის მოულოდნელად ათენში სძლია ბერძნებს.

J ჯგუფი:

იტალია 2:1 ბოსნია & ჰერცეგოვინა

ლიხტენშტაინი 0:2 ფინეთი

საბერძნეთი 2:3 სომხეთი

 

ამ თემაზე:

ევრო 2020: საკვალიფიკაციო ეტაპზე მორიგი მატჩები გაიმართა

საფრანგეთის სენსაციური მარცხი

უსენსაციო ტური ევროპირველობის შესარჩევ ეტაპზე

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]