weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

FIFA-ს რეიტინგში „ჯვაროსნების“ პოზიცია უცვლელია

16:11 პარასკევი, 14 ივნისი 2019

სანაკრებო ბატალიების შემდეგ FIFA-მ ივნისის თვის მსოფლიო რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის შედეგების მიხედვით შედგა. საქართველოს ეროვნული გუნდის პოზიცია უცვლელია - „ჯვაროსნები“ 1255 ქულით ისევ 94-ე ადგილზე არიან.

მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებმა ივნისში ორი თამაში ჩაატარა - გიბრალტარს 3:0 სძლია, ხოლო დანიასთან 1:5 დამარცხდა. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ქართველთა ორი მეტოქე, შვეიცარია და დანია მსოფლიო ათეულში, შესაბამისად, მე-9 და მე-10 ადგილებზე არიან, ხოლო ირლანდია 32-ე პოზიციას იკავებს.

რამდენიმე გადაადგილება მოხდა ტოპ-ათეულში, თუმცა ლიდერი და ოთხეული უცვლელია. ერთა ლიგის ტრიუმფატორი პორტუგალია კი ორი პიზიციით დაწინაურდა და მეხუთე ადგილზე აინაცვლა. იგივე პროგრესი განიცადა ესპანეთის ნაკრებმა და ახლა უკვე მეშვიდეზეა. ორი პოზიციით ჩამოქვეითდა ურუგვაი, რომელმაც ამხანაგურ შეხვედრაში პანამას მოუგო.

ათეულს მიუახლოვდნენ არგენტინა, გერმანია (თანაბარი ქულებით), იტალია და ჰოლანდია (თანაბარი ქულებით), რომლებმაც რამდენიმე პოზიციით წაიწიეს წინ და შესაბამისად, მე-11 და მე-14 ადგილებზე არიან.

FIFA / Coca-Cola-ს ივნისის თვის რეიტინგის ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:

  1. ბელგია - 1746
  2. საფრანგეთი - 1718
  3. ბრაზილია - 1681
  4. ინგლისი - 1652
  5. პორტუგალია - 1631
  6. ხორვატია - 1625
  7. ესპანეთი - 1617
  8. ურუგვაი - 1615
  9. შვეიცარია - 1605
  10. დანია - 1589

აქვე გეტყვით, რომ ამ თვეში ყველაზე დიდი ვარდნა საბერძნეთის ნაკრებმა განიცადა, რომელიც ცხრა ადგილით 52-ე პოზიციაზე ჩამოქვეითდა, ასეულში ყველაზე დიდი პროგრესი კი, ასევე ცხრა საფეხურით, უნგრეთმა და სომხეთმა განიცადეს და შესაბამისად, 42-ე და 97-ე პოზიციაზე განლაგდნენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]