weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„არგენტინის ნაკრების პრესტიჟისგან აღარაფერი დარჩა“ - მარადონა

11:31 სამშაბათი, 18 ივნისი 2019

არგენტინის ნაკრები რეგრესს განიცდის, გუნდი „კოპა ამერიკის“ პირველ შეხვედრაში კოლუმბიასთან დამარცხდა, ლეგენდარულმა დიეგო მარადონამ კი „ალბისელესტეს“ წაგების შემდეგ ჟურნალისტებთან თავისი აღშფოთება ვერ დამალა.

„ახლა ისეთ მდგომარეობაში ვართ, რომ გაიაზრო, ტონგას ნაკრებიც კი მოგვიგებს. არსებობს გუნდის პრესტიჟი, რომელსაც თაობიდან თაობამდე ვაყალიბებდით. და რა დარჩა დღეს იქიდან?! აღარაფერი. რას ნიშნავს არგენტინის ნაკრების მაისურა? როდესაც მას იცვამთ, ისე უნდა გრძნობდეთ, როგორც საკუთარ დედას, თქვენ კი შეურაცხყოფთ მას.“ - უთხრა მარადონამ TyC Sports-ს.

აქვე გეტყვით, რომ ლიონელ სკალონის გაწვრთნილი არგენტინის ნაკრები „კოპა ამერიკის“ ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრას 21 ივნისს, პარაგვაის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]