weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

მიშელ პლატინი ყატარის მუნდიალის მასპინძლობის გამო დააკავეს

12:36 სამშაბათი, 18 ივნისი 2019

UEFA-ს ყოფილი პრეზიდენტი მიშელ პლატინი დაკავებულია. ყოფილ ფეხბურთელსა და მაღალჩინოსანს ბრალად ედება ყატარისთვის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების გადაცემა.

პლატინი ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას სათავეში 2007-2015 წლებში ედგა, იქამდე სანამ მას მოსყიდვებსა და ფინანსური თაღლითობების გამო FIFA-ს ეთიკურმა საბჭომ საქმიანობა აუკრძალა. კორუფციაში მხილებულ პლატინის ბრალდებები გასული წლის მაისში მოუხსნეს.

შეგახსენებთ, რომ ყატარმა მუნდიალის მასპინძლობის უფლება 2010 წელს მოიპოვა, რასაც საფეხბურთო სამყაროში უამრავი ქვეყნის, სპეციალისტისა თუ ქომაგის მხრიდან უდიდესი უკმაყოფილება მოყვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]